რიყის წმინდა გიორგის ტაძარი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით რიყის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2001 წლის 3 ივლისს და დამთავრდა 2014 წლის 22 ნოემბერს. ტაძარი იმავე დღეს აკურთხა მეუფე გერასიმემ. მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა ქტიტორ ზვიად ჯოჯუასა და სოფლის მოსახლეობის დაფინანსებით.
ტაძრის მშენებლობას თაოსნობდნენ მურმან ვეკუა, ტარიელ ლიპარტია, ელგუჯა ძიმცეიშვილი. ასევე ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდნენ გონერი დიდიძე, რომან შონია, ტიტო ლიპარტია, ანზორ გახოკიძე, მიზანი ვეკუა, შარმაზი ვეკუა, ოთარ ვეკუა, ომეხი აბრალავა, გერონტი ლემონჯავა, ნუგზარ ვეკუა, ლენტრო ჯოჯუა, მერაბ გოგია, გივი ჯალაღონია, გუჯა ძიმცეიშვილი და სხვ..