სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მერებაშვილი იოანე გრიგოლის ძე დეკანოზი

დაბ. 1854წ.

მერებაშვილი იოანე გრიგოლის ძე  დაიბადა 1854 წელს, - წინამძღვარი მღვდელი სოფელ ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)  

6. სოფელ ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი იოანე გრიგოლის ძე მერებაშვილი

1854 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფელ  ვაქირის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო.
1878 წლის 11 აგვისტოს  ზაქათალის ოლქში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1880 წლის 1 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 
1881 წლის 18 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს და ამავე ეკლესიაში მედავითნის შტატში დატოვეს.
1885 წლის 16 ივნისს მღლვდლად დაასხეს ხელი და  ვეჯინის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1886 წლის 17 მაისს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში  გადაიყვანეს.
1893 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე  წლის 8 ოქტომბერს ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1898 წლის 14 ივლისს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 12 ოქტომბერს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1905 წლის 31 მაისიდან ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1911 წლის 6 მაისს კამითოავკა ეწყალობა. 1921 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა 
გვ 156

(ოქროპირიძე) სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1926 წლის 11  აპრილს სიღნაღის მაზრის I-II ოლქების სამღვდელოების სულიერ..  მოძღვრად დაინიშნა. 1926 წლის მონაცემებით სოფელ აფენის წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1927 წელს უწმინდესისა და  უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით დეკანოზის წოდება მიენიჭა. მამა იოანე 1935- 36 წლებში კვლავ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. მისი შემდგომი ბედი  უცნობია. ჰყავდა მეუღლე მაგდანა მიხეილის ასული, დაბადებული 1861  წელს და შვილები: მიხეილი, ვლადიმერი, ელისაბედი, თამარი, იოსები, ირაკლი, ვახტანგი. 



მერებაშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მერებაშვილი დიონისე გრიგოლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მერებაშვილი ზაქარია - მედავითნე. სრულად ნახვა
მერებაშვილი იოანე გრიგოლის ძე - დეკანოზი. დაბ. 1854წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.