2018წ. მდგომარეობით სქემიღუმენი ბოლნისის ეპარქია
ნინუა ანდრია სქიმ-მღვდელ-მონაზონი დისველში აშენდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია, წინამძღვრი ბოლნისის ეპარქია ფოტო 2018 წლის მდგომარეობით
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.7
ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში დიდაჭარიდან გადმოსახლებული 100 ოჯახი ცხოვრობს. ბოლნისის ეპისკოპოსის ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფლის ცენტრში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბაზილიკური ტიპის ერთნავიანი ტა ძარი აშენდა, რომელიც მეუფემ 12 დეკემბერს საზეიმოდ აკურთხა. დისველის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად სქემმღვდელმონაზონი ანდრია (ნინუა) დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7
დაჯილდოება
6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ბოლნისის ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მუხნარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი შიო (არჯევანიძე); დისველის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, სქემმლვდელ-მონაზონი ანდრია (ნინუა); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ გაბიძაშვილი; ქვეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ დურგლიშვილი; რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ პაიკიძე.