სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

რამაზაშვილი იოაკიმე (იოსებ) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

რამაზაშვილი იოაკიმე (იოსებ) არქიმანდრიტი

დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი 1874-1965წწ ბიოგრაფია

1923წ. ბერდიაკვანი მარტყოფი (ნორიო, გარდაბანი) ღვთაების მონასტერი



1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. მეორე დღეს მამა გერმანე წერილს უგზავნის საკათოლიკოსო საბჭოს: ,,მონასტრის საძმო შესდგებოდა 12 კაცისაგან (ჩვენთვის ცნობილია ცხრა ბერის ვინაობა, ვინც იმ პერიოდში მარტყოფის მონასტერში მოღვაწეობდა, ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე, მღვდელმონაზონი ევაგრე დიასამიძე, მღვდელმონაზონი ხარლამპი ხომასურიძე, მღვდელმონაზონი ანტონი ოროჟანდოვი, მღვდელმონაზონი იოანე მაისურაძე, ბერდიაკონი იოსები ხარაზიშვილი, ბერდიაკონი აითალა ძამაშვილი, ბერდიაკონი იოაკიმე რამაზაშვილი, ბერი იოსები მელაძე, გარდა საქონლის მწყემსისა და ერთი კურატი ბიჭისა. ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აითალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს. 
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.