სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ღვალაძე  ელისე (რობერტი) ვიქტორის ძე  ბერი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღვალაძე ელისე (რობერტი) ვიქტორის ძე ბერი

დაბ. ლაგოდეხი 1955-2020წწ.

ღვალაძე ელისე (რობერტი) ვიქტორის ძე (ბავშვივით უბრალო) ბერი 1955-2020წწ დაბ. ლაგოდეხი, დაკრძ. ნეკრესი



ლაგოდეხელი ბერი ელისე (ღვალაძე)-ს ემოციური ისტორია ინტერვიუ შორენა ღვალაძესთან

– ქალბატონო შორენა, ვინ იყო ბერი ელისე ერისკაცობაში?

ბერი ელისე ერისკაცობაში რობერტი ღვალაძე იყო. დაიბადა 1955 წლის 27 ივნისს ლაგოდეხის სოფელ აფენის თემში, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარე ოჯახში, მისი მამა და დედა  ბიქტორ და თებროლე ღვალაძეები იყვნენ  სადაც ადამიანობა ყველაზე დიდი ღირებულება იყო. აფენში დაამთავრა სკოლა. შემდეგ დაოჯახდა და საცხოვრებლად სოფელ შრომაში გადავიდა. მამა ყოველთვის მშვიდი, წყნარი და კეთილი ადამიანი იყო — ასეთი მახსოვს ბავშვობიდან.

– როდის დაიწყო მისი ეკლესიური გზა?

2000 წლიდან მამა ეკლესიაში მსახურობდა. მისი მოძღვარი იყო ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე. მოგვიანებით გადაიყვანეს ლაგოდეხის სამების საკათედრო ტაძარში მესანთლედ. გულს უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ ყოველთვის ამბობდა:

„როდესაც ტაძარში ვარ, ჩემი ჯანმრთელობა უკეთესია“.

და მართლაც, ეკლესია მისთვის სულიერი წამალი იყო.

– როგორ მიიღო მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება?

2010 წელს მეუფე სერგი ჩეკურიშვილის ლოცვა-კურთხევით მამა წავიდა ნეკრესის მონასტერში, ქვედა ტაძარში, ისევ მესანთლედ. იმ დღიდან მან შეწყვიტა მკურნალობა და საოცარია — მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თითქოს ღმერთმა თვითონ აიყვანა ხელში.

– როგორი იყო მამა მონასტერში?

ყველა, ვინც ნეკრესში ყოფილა, აუცილებლად ახსოვს ის მორჩილი — მშვიდი, ღიმილიანი, სიყვარულით სავსე. ის ყველას ერთნაირად ხვდებოდა: სტუმარს, მომლოცველს, დაღლილს თუ ტკივილით მოსულს. მასთან ყოფნა სიმშვიდეს გაძლევდა.

– როდის გახდა ბერი?

2015 წელს მეუფე სერგიმ შემოსა მორჩილების კაბით.

2017 წლის 27 ივნისს ნეკრესის იღუმენმა ანტონმა, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით, მამა ბერად აღკვეცა და ეწოდა ბერი ელისე.

– რა იგრძენით იმ დღეს?

როდესაც გავიგე, რომ მამა ბერად აღიკვეცა… ეს იყო სიხარულიც და სევდაც ერთად. მიხაროდა, რომ მამა შეუერთდა ქრისტეს ჯარისკაცებს, მაგრამ მტკიოდა მამასთან განშორება. სიხარული და ტკივილი ერთმანეთში აირია… და დღემდე ასეა.

– როგორი მამა იყო თქვენთვის?

ბერი ელისე ერისკაცობიდანვე გამორჩეული იყო — არასოდეს მახსოვს მისი ბილწსიტყვაობა, ხმამაღალი საუბარი, გაღიზიანება. ყოველთვის მშვიდი იყო. როცა ვეტყოდი:

„მამა, პრობლემა მაქვს“

მიპასუხებდა:

„განა ღმერთმა არ იცის, რა გვინდა? ესეც გაივლის…“

და მართლაც გადიოდა.

– როდის დაგემშვიდობათ?

ბერი ელისე გარდაიცვალა 2020 წლის 14 ივლისს. იმ დღიდან ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მისი ხმა, მისი მზერა და ლოცვა ჩემში დარჩა.

– ახლა რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით მამას?

(ცრემლებით) ალბათ მხოლოდ ერთს ვეტყოდი…

„მაა… დამლოცე…“

ეს არის მამა-შვილობა.

ეს არის სიყვარული, სადაც სიხარულიცაა და ტკივილიც.

სიყვარული, რომელიც სიკვდილსაც კი არ ემორჩილება.

სტატიის ავტორი: ჟურნალისტი ლევან ხაჩიძე 

8.01.2026 წელი .


ღვალაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ღვალაძე  ელისე (რობერტი) ვიქტორის ძე  ბერი
ღვალაძე ელისე (რობერტი) ვიქტორის ძე - ბერი. დაბ. ლაგოდეხი 1955-2020წწ. სრულად ნახვა
ღვალაძე  გიორგი დიაკვანი
ღვალაძე გიორგი - დიაკვანი. დაბ. 1997წ.  სრულად ნახვა
ღვალაძე  მიხეილი დეკანოზი
ღვალაძე მიხეილი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ღვალაძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.