სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ჩართოლანი  გიორგი (რევაზ) სამსონის ძე  სქემარქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჩართოლანი გიორგი (რევაზ) სამსონის ძე სქემარქიმანდრიტი

მესტია სეტის წმ.გიორგის ტაძარი (წინამძღვარი)

2023წ. მდგომარეობით სქემარქიმანდრიტი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

ჩართოლანი გიორგი (რევაზ) სამსონის ძე სქემარქიმანდრიტი, მესტია სეტის წმ.გიორგის ტაძარი (წინამძღვარი)მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, 2023წ.

ერისკაცობაში რევაზ სამსონის ძე ჩართოლანი დაიბადა 1960 წლის 1 აგვისტოს, დაბა მესტიაში. 1977 წელს დაამთავრა მესტიის N1 საშუალო სკოლა. 1979-81 წლებში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა თბილისის საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში. აქტიურად იყო ჩართული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში. მუშაობდა მესტიის კულტურის სახლის დირექტორის თანამდებობაზე. 1989 წლის აგვისტოს თვეში მეუფე კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. ხოლო 1989 წლის 15 ოქტომბერს მოწამეთობას მეუფე კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1994 წელს დაჯილდოებულ იქნა დეკანოზის ხარისხით და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 2007 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ილარიონის მიერ დაჯილდოებულ იქნა გაბრწყინებული ჯვრის ტარების უფლებით. მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოებულ იქნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ. დეკანოზი გიორგი ჩართოლანი არის მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. იგი არის მესტიის ქრისტიანული და კულტსაგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.