
ჭანტურიძე გერასიმე გარდაიცვალა 1937 წელს წინამძღვარი მღვდელი სოფელ გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)
ჭანტურიძე
გერასიმე მღვდელი

ჭანტურიძე
გერასიმე მღვდელი, 1900წ. გურჯაანის მთავარანგელოზთა ეკლესია სიღნაღის მაზრა,
1880-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად დაინიშნა.
1893 წლის მაისში მღვდლად დაასხეს ხელი და პატარა ლილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1898 წლის 14 ივლისს გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1910 წლის 6 მაისს კი - სკუფია უბოძეს.
1914 წლის 22 აპრილს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის N670 ბრძანების თანახმად, რამოდენიმე თვით აეკრძალა მღვდელმსახურება და დროებით მედავითნის თანამდებობა შეუთავსეს.
1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკით დაჯილდოვდა.
1923-24 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება მიეტოვებინა. მიუხედავად ამისა, 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს და გადაასახლეს. მღვდელი გერასიმე გადასახლებაში გარდაიცვალა.