სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჭირაქაძე სილოვანი მღვდელმონაზონი

1923წ. მღვდელმონაზონი გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი

ჭირაქაძე სილოვანი მღვდელმონაზონი 1923წ. გელათი (ტყიბული) მონასტერი

1923 წ. 6 მარტს მონასტერში ჩატარდა ადგილობრიი კრება, სადაც გადაწყდა მონასტრის ქონების მოვლა-დაცვის საკითხი და სამონასტრო საქმეები განაწილდა:

„1) წინამძღვარმა უნდა აწარმოვოს მიწერ-მოწერა მონასტრის საქმეების შესახებ, როცა დაისაჭიროვოს საქმემ, მოეხმაროს ეკონომოსს წიგნის წარმოებაში, თვალყური ადევნოს ღვთისმსახურებას და სხვა სამონასტრო საქმეებს;

2) ეკონომოსმა, მღვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზაქარიაშვილი) დაიცვას ეკლესიის ქონება, აწარმოვოს შესავალ-გასავლის წიგნი, მოუაროს ფუტკარს და წისქვილს;

3) იღუმენმა მათემ (ბერეკაშვილი) აცხოს სეფისკვერი;

4) მღვდელ-მონაზონ ეპიფანეს (ხონელია) მიენდოს [[გალავანი|გალავნის]] დიდი კარების და [[რკინა|რკინის]] კარების გასაღებები და თავის-თავის დროზე გააღოს და დაკეტოს;

5) მღვდელ-მონაზონ სილოვანეს (ჭირაქაძე) დაევალოს ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს წიგნების კითხვა;

6) მღვდელ-მონაზონ დოდოს (სვანიძე) ევალება ჩიხაოს მოვლა და ღამე გამთევ სტუმრების და მლოცველების მიღება;

7) მღვდელ-მონაზონ  ექვთიმეს (კერესელიძე) ევალება მორჩილ იოსებ ლეჟავასთან ერთად მონასტრის ეზოს დასუფთავება და სუფთად შენახვა;

8) დიაკონ ლუკა ჭირაქაძეს მორჩილის დახმარებით და ეკონომოსის ზედამხედველობით ევალება ეკლესიის დაგვა-დასუფთავება, შანდლების დაწმენდა და ხატების სუფთად შენახვა“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.