
ხაჭაპურიძე დავითი თბილისის წმინდა მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიის მღვდელი. ჯორჯიან თაიმსი. თბილისი, 2004. 11-18 მარტი, N10, გვ.17 ფოტო
 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-24მაისი 2003წ გვ.5
ხელდასხმა
2003 წლის 4 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ხაჭაპურიძეს, რომელიც დიღმის წმიდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ გვ. 6
დაჯილდოება
27 მარტს დიღომის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიაში (კინოსტუდიის ეზოში) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი დადუნაშვილი; გამშვენებული ჯვრით ― ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი); ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეოდორე ნადაშვილი.