2014წ. მდგომარეობით დეკანოზი რუსთავის ეპარქია
თავართქილაძე პაატა დიმიტრის ძე დ. 1964წ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი.
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
13 დეკემბერს რუსთავის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეუფე იოანე რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსად სახელდვა და საჩუქრად პანაღია უსახსოვრა.დააჯილდოვა: კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ წურწუმია — მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი პაატა თავართქილაძე — მიტრის ტარების უფლებით; იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი) ― გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ელგუჯა ბაბუნაძე — ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.