
ბაღაშვილი აბრაამ ტიმოთეს ძე გარდაიცვალა 1932 წელს წინამძღვარი დეკანოზი, სოფელ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) სხვა წყარო ფოტო სხვა წყარო ბიოგრაფია ფოტო 1849–1932წწ
ბაღაშვილი
აბრამ ტიმოთეს ძე მღვდელი 1880, 1890, 1899წ. ბოდბის (სიღნაღი) წმიდის სამების ეკლესია,
24. სოფელ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი დეკანოზი აბრაამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი.
1887 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1893 წლის 13 მაისს სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და კამილავკა უბოძეს.
1894 წლის დასაწყისში ველისციხის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1895 წლის თებერვალში კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს.
1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1904 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის-ორდენი მიიღო.
1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1912 წლის 6 მაისს კი - წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოედა.
1918 წლის 24 სექტემბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1925 წლის 29 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის ოლქის მთავრსუცესად დაინიშნა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღეთისმსახურება არ შეუწყვეტია.დეკანოზი აბრაამი 1932 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 18 ოქტომბერს სოფელ ბოდბეში სოფლის სასაფლაოზე დაასაფლავეს.