სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გოგნიაშვილი იოანე დავითის ძე მღვდელი

1870-1926წწ

გოგნიაშვილი  იოანე დავითის ძე მღვდელი

გოგნიაშვილი იოანე დავითის ძე 1870-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა)

გოგნიაშვილი  იოანე დავითის ძე მღვდელი 1870-1926წწ   მოღვ. თიანეთი დაკრძ. ზარიძეები (თიანეთი) წმ გიორგის ტაძარში 1898წ. ახმეტა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია,  1894-1897წ. თელავის ფერიცვალების ტაძარი

1926 წლის 17 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთის სამთავარხუცესო ოლქი და წილკნის ეპარქიის მმართველობაში გადავიდა. ამავე წლის დეკემბერში თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე წერდა მამა მიხეილს: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორკვირაში, აღარ შეუძლია სამსახური. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს. 



1870 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა.
1886-1892 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1893 წლის 14 მარტს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესა.
1897 წლის 24 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის წმინდა 
გვ177
კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის სექტემბრიდან ახმეტის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთთ სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1900 წლის 18 დეკემბერს ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის  წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლობაც დააკისრეს.
1901 წლის 9 აპრილს ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წლის 26 ივნისს გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან.
1911 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1913 წელს - სკუფიით დაჭჯილდოვდა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი იოანე 1926 წლის 5 დეკემბერს 
გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელზარიძეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. საფლავის ქვაზე არის ასეთი წარწერა: „აქგანისვენებს ამავე სოფლის მღვდელი იოანე დავითის ძე გოგნიაშვილი, დაიბადა 1870 
წელს, გარდაიცვალა 1926 წლის 5 დეკემბერს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“. 

გოგნიაშვილი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გოგნიაშვილი გიორგი - დიაკვანი.
გოგნიაშვილი დომნა თამაზის ასული - მონაზონი. დაბ. 1780წ. სოფ. დამპალო (ვაზიანი, მცხეთა)  სრულად ნახვა
გოგნიაშვილი ივანე - მედავითნე. სრულად ნახვა
გოგნიაშვილი იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
გოგნიაშვილი აბრამი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გოგნიაშვილი იოანე დავითის ძე - მღვდელი. 1870-1926წწ სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.