თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
2024 წლის 2 იანვარს, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში, დიდ სქემაში აღკვეცა ბერდიაკონი გრიგოლი (ხოსიტაშვილი).
დიდსქემოსანი ბერდიაკონი გრიგოლი ამავე მონასტერში იმსახურებს.
2024 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძემ), ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში სქემ მღვდელ- მონაზვნად ხელი დაასხა სქემ ბერ- დიაკონ გრიგოლ (ხოსიტაშვილს), რომელიც იმსახურებს ბოლნისის ელიას მთის წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, ასევე მორჩილის კაბით შემოსა სტიქაროსანი გიორგი (ჭეიშვილი)
ხოსიტაშვილი საბიანა - იღუმენია.
სოფ. ხეობა (ქარელი) წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერი