ზარიძე იოანე დიმიტრის ძე 1861-1919წწ წინამძღვარი მღვდელი სოფელ ბაბანეურის სამრევლოს (თელავის მაზრა)
ზარიძე იოანე დიმიტრის ძე 1861-1919წწ წინამძღვარი მღვდელი სოფელ ბაბანეურის სამრევლოს (თელავის მაზრა) 1900წ. მაღრანის (ახმეტა) მაცხოვრის ეკლესია 1886წ. აწყური (ახმეტა) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია, თელავის მაზრა 1900წ. ალვანის ზემო (ახმეტა) წმიდა სამების ტაძარი
18. სოფელ ბაბანეურის სამრევლოს (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე დიმიტრის ძე ზარიძე
1861 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა.
1877-83 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1885 წლის 6 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 11 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1889 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1892 წლის იანვარში ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1893 წლის თებერვალში მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1896 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1898 წლის 9 მაისს ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1899 წლის 25 აპრილს ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.
1900 წლის 10 ნოემბერს კვლავ მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჭჯილდოვდა.
1907 წელს ბაბანეურის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1917-19 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობს.
მღვდელი იოანე 1919 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ალავერდის ტაძრის ეზოში.