სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე მღვდელი

დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო) 1866-1936წწ. ბიოგრაფია

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ, წინამძღვარი მღვდელი,

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ, წინამძღვარი მღვდელი, 1890წ. მეფსალმუნე, ჩალაუბანი (გურჯაანი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია


1861-1889 წლებში აქ მოღვაწეობდნენ: მღვდლები: გრიგოლ გიორგიევი, ნიკოლოზ და ისააკ ზანდაროვები (ყოფილი დიაკვანი), ნიკოლოზ ზაქრაძე, მიხეილ გამრეკელი; პრიჩეტნიკები მიხეილ და სამსონ ჭეიშვილები, მიხეილ კაბეტივაძე, ალექსანდრე უნაფქიოვი;


64. სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე ზაქარიას ძე უნაფქოშვილი


1866 წელს სოფელ პატარძეულში, მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1884 წლის 11 იანვარს ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის დასაწყისში ბოჭორმის ეკლესია დაიკეტა და ალექსანდრე ამავე წლის 15 მარტს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს.

1888 წლის 25 აპრილს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1891 წლის 25 მაისს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1894 წლის 1 აგვისტოს დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

1902 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს.

გვ184

 1907 წლის 9 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის 

წინამძღვრად და ამავე სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. ამავდროულად თელავის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1923 წლის თებერვალში მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1925 წლის მონაცემებით ისევ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია.

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1936 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.


უნაფქოშვილი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე მღვდელი
უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო) 1866-1936წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
უნაფქოშვილი ზაქარია ლაზარეს ძე - დიაჩოქი. სრულად ნახვა
უნაფქოშვილი მიხეილ ზაქარიას (მღვდელი) ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
უნაფქოშვილი ფილიპე ზაქარიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
უნაფქოშვილი ეფრემი ზაქარიას ძე - მღვდელი. მღვდელი ეფრემი მსახურობდა კოჯრის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარში სრულად ნახვა
უნაფქოშვილი ვლადიმერ ფილიპეს ძე 1908 წელს მართლმ. მღვდელი ცხინვალში
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

უნაფქოშვილი  ბასილი სტიქაროსანი 2015წ. დოდორქის (საგარეჯო) მონასტერი გვ. 44


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.