სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ღლონტი ნიკოლოზი ვახტანგის ძე  არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღლონტი ნიკოლოზი ვახტანგის ძე არქიმანდრიტი

2004წლის 4 იანვარს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 13 სექტემბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. დაკრძ. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.

2004წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

2024წ. ღვთივგანისვენა არქიმანდრიტი ანჩისხატი (თბილისი) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

2024წელს 71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა არქიმანდრიტი ნიკოლოზ ღლონტი. მამა ნიკოლოზი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. იგი წლების განმავლობაში შემოქმედის ტაძარში მსახურობდა. იყო შემოქმედის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

მის სახელს უკავშირდება ბათუმში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრრის აღდგენა და იქ წირვა-ლოცვის დაწყება.

ბოლო წლებში ის თბილისში, ანჩისხატის ტაძარში წირავდა და ეწეოდა სასულიერო ცხოვრებას

ღლონტი ნიკოლოზი არქიმანდრიტი, შემოქმედის წმ. ნიკოლოზის მონასტერი (სტავროპიგიალური) (1992 წ.)

ღლონტი ნიკოლოზი არქიმანდრიტი, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძარი, გარდ. 2024წ დაკრძ. ბათუმი  

2024 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი).

არქიმანდრიტი ნიკოლოზი დაიკრძალება შაბათს, 2024 წლის 27 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.


ღლონტი  ნიკოლოზი ვახტანგის ძე არქიმანდრიტი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 2024წლის მონაცენებით

საპატრიარქოს უწყებანი N2 15-21იანვარი 2004წ გვ.6

4 იანვარს. ყოვლადუსამღვდელოესმა, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი ბერდიაკონ ნიკოლოზ ღლონტს.

საპატრიარქოს უწყებანი N30 8-14სექტემბერი 2005წ გვ.8

დაჯილდოება

24-26 აგვისტოს უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმყოფებოდა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიაში. იღუმენის ხარისხში აიყვანა მღვდელმონაზვნები: გორისციხის ხეობის ტაძრების მოძღვარი და ფხელშეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (სილაგაძე), დაბა ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ღლონტი), აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელონაზონი იაკობი (იაკობიშვილი), გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, მღვდელმონაზონი იოსები (თავაძე). მარიამობის დღესასწაულზე  ყოველი მათგანი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

დაჯილდოება
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5

13 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფხელშას წმინდა გიორგისა და ყანობის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი იოანე (სილაგაძე) და სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარან- გელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — კობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.