თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ბენიძე იაკობი - დეკანოზი.
2022 წლის 07 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა.
2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ იაკობ ბენიძეს.
ბენიძე არსენ - მღვდელი.
2014 წლის 9 ოქტომბერს, დაინიშნა ახლადნაკურთხი ახალსოფლის (ქარელი) ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარძრის წინამძღვრად; 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
9 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არსენ ბენიძე დაინიშნა.
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.