სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გალოგრე ანტონინა მონაზონი

2010 წლის 22 მარტს სამონაზვნედ კურთხევა. 2011 წლის 16 აპრილს მონაზვნად აღკვეცა.

2011წ. მდგომარეობით მონაზონი ერკეთი (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია/დედათა მონასტერი

 საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ გვ. 6

სამონაზვნედ კურთხევა

22 მარტს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნედ აკურთხა ამავე მონასტრის მორჩილი ფოტინე გალოგრე და სახელად ანა უწოდა.


2011 წელი დედა მარიამი (ფოჩხუა) დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მთავარანგელოზთა მონასტრის დაარსების წინაპერიოდს:

- თავიდან ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდით მე და მორჩილი ფოტინე (ახლა უკვე მონაზონი ანტონინა (გალოგრე)). ღვთის მადლით, გამრავლდა მონასტრის დების რიცხვი და დღეს ცამეტნი ვართ: მონაზონი ანტონინა, ოთხი სამონაზვნე - მარიამი (გორგოშიძე), ბარბარე (ჯიშკარიანი), თეოდორა (შევარდნაძე) და თეოდორა (ანანიძე). მონასტერში ასევე ცხოვრობს შვიდი მორჩილი.

საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.11

16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ანა გალოგრე და სახელად ანტონინა უწოდა. ამავე დღეს მიტროპოლიტმა იოსებმა სამონაზვნეებად აკურთხა ერკეთის დედათა მონასტრის მორჩილები: მარიამ გორგოშიძე -– სახელად ეწოდა მარიამი. ბარბარე ჯიშკარიანი -- სახელად ეწოდა ბარბარე. თეოდორა შევარდნაძე -- სახელად ეწოდა თეოდორა. თეონა ანანიძე -–– სახელად ეწოდა თეოდორა. ამავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი კესარია ჭანია; ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წევრები: ხათუნა მეტრეველი, თეონა ყარეჯიშვილი, ელენე რამიშვილი და თამარ გელანტია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.