სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11951

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მარღანია დიმიტრი (მაანი) პროტოდეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მარღანია დიმიტრი (მაანი) პროტოდეკანოზი

1866-1946წწ.

დიმიტრი მარღანია აფხაზური ეკლესიის ცნობილი მღვდელმსახური იყო. ერთადერთი აფხაზთა შორის, რომელსაც პროტოდეკანოზის სასულიერო წოდება მიენიჭა. იგი ცნობილი იყო პედაგოგიური და ლიტერატურული მოღვაწეობით, აფხაზურ ენაზე თარგმნიდა მართლმადიდებლურ, საღვთისმსახურო წიგნებს. პირველმა თარგმნა აფხაზურად "ვეფხისტყაოსანი", ამის გარდა მას ეკუთვნის სკოლებისათვის დიდაქტიკური ხასიათის, ასევე სოფლად სხვადასხვა სახის მეურნეობის სწორად წარმართვისათვის პოპულარული სახელმძღვანელოები, ასევე რუსული სახელმძღვანელოების თარგმანები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების და ეკლესიების განადგურების შემდეგ დიმიტრი მარღანია ოჩამჩირის სკოლაში აფხაზურ ენას ასწავლიდა. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. ნაცნობები და თანამშრომლები პროტოდეკანოზ დიმიტრი მარღანიას იხსენებენ, როგორც პრინციპულ და სამართლიან პიროვნებას. იგი მკაცრად ეპყრობოდა ყველას, ვინც სამსახურებრივ თუ მორალურ ვალდებულებებს არღვევდა, ყოველთვის იცავდა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესებს. პეტრე და კონდრატე (კონსტანტინე) მარღანიების მამა.



წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.234

მარღანია - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მარღანია ანდრია (კახა) არველოდის ძე დეკანოზი
მარღანია ანდრია (კახა) არველოდის ძე - დეკანოზი. დაბ. 1973წ. ქ. ჯვარის ყოველთა წმინდათა ტაძარი ბიოგრაფია სრულად ნახვა
მარღანია დიმიტრი (მაანი) პროტოდეკანოზი
მარღანია დიმიტრი (მაანი) - პროტოდეკანოზი. 1866-1946წწ. სრულად ნახვა

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.