
კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ სამთავროს იღუმენია - 1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ბოდბე, სიღნაღი. დაკრძ. იქვე
ანუსია (ერში ნინო) კოჭლამაზაშვილი (1878-? წ.წ.) სამთავროში მოვიდა 1898 წელს; სამონოზვნედ შეიმოსა 1907 წელს; მონოზვნად აღიკვეცა 1913 წელს.
1933 წელს მონასტრის მონოზვნებმა ერთად ყოფნის შესანარჩუნებლად ჩამოაყალიბეს ნადი, რომლის თავმჯდომარედ იღუმენია ანუსია აირჩიეს. 1938 წელს ანუსია კოჭლამაზაშვილი დაინიშნა ძეგლის მცველად, 1943 წელს _ სიძველეთა დაცვის წარმომადგენლად; 1944 წელს კი სამთავროს ისტორიული ძეგლის დამლაგებლად არის მოხსენიებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის გადმოცემით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიად ანუსია კოჭლამაზაშვილი უკურთხებიათ. 1950-იანი წლებიდან ანუსია უკვე იღუმენიად იხსენიება. მან 50 წელი იღვაწა მონასტრის საკეთილდღეოდ. მონასტრის გაუქმების შემდეგაც შემწედ და მცველად ედგა ამ წმიდა სავანეს.
იღუმენია ანუსია დაკრძალულია სამთავროს ეზოში.

ფოტო მოგვაწოდა სამთავროს მომაზონმა მამისაშვილი მელანია (თამარი) მონაზონი.