იოსებიძე-იონინი გიორგი, მღვდელი
იოსებიძე-იონინი გიორგი, მღვდელი, სოფელი ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა), სხვა წყარო
14.12.1876-26.06.1878 გომეწრის (დუშეთი) წმინდა გიორგის ეკლესია, 1889წ. ბოდავი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია, 1911წ. ჭოპორტი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1897წ. ალვანის ზემო (ახმეტა) წმიდა სამების ტაძარი 1899წ. მაღრანის (ახმეტა) ღვთაების/მაცხოვრის ეკლესია
1893 წლის 1 ივლისს ქოლოთის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1896 წლის 1 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ამ ეკლესიიდან.
1897 წლის დასაწყისში ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1898 წლის 9 მაისს მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1900 წლის 10 ნოემბერს ისევ ალვანის ეკლესიაში დააბრუნეს.
1910 წლის 12 სექტემბერს ჭოპორტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის
წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის მონაცემებით კვლავ ამ ეკლესიაში მსახურობს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.