
ტაძრების კურთხევა
21 ივლისს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდა-ვარდისუბანის წმ. მეფე მირდატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი დაინიშნა.
დაჯილდოება
21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვარი –- კლდეკარის წმინდა იოანე ნათლისმცელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (გაჩეჩილაძე); ოქროს ჯვარი და იღუმენის წოდება -– ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონოზონი შიო (მამისაშვილი); : ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება -– მოხისის წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი.
აღკვეცა
17 ივნისს დვანის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა მოხისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი მეზვრიშვილი და სახელად ზოსიმე უწოდა. მას იმავე დღეს მიენიჭა იღუმენის წოდება. იღუმენი ზოსიმე დვანის კვართის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.



მეზვრიშვილი ზოსიმე იღუმენი დაბ. კისიხევი (თელავი) 1952წ. დვანი (ქარელი) რუის ურბნისის ეპარქია 2020წ.