ყუბანეიშვილი გიორგი ბერი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 25
დაჯილდოება
12 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით -–- წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ორხევი) წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; გამშვენებული ჯვრით -– წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია; ამავე ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ამბროსი (მაისურაძე); წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის (გლდანი, უშიშროების აკადემია) წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სამსონიძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი გიორგი (ყუბანეიშვილი).