სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინეს ძე 1812-95წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მუხრანი მცხეთა

1812-1895 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბაგრატიონ სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინეს ძე 1812-95წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მუხრანი მცხეთა

ბაგრატიონ-მუხრანსკი ივანე კონსტანტინეს ძე (7 თებერვალი 1812-11 მარტი 95), გენერალ-ლეიტენანტი (1858),


1856-61 მეთაურობდა მე-18 ქვეით დივიზიას, „წმ. გიორგის“ IV (1851), III ხარისხის (1854), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1871) და ოქროს ხმალი (1844, 1847)  სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. 1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად. ყირიმის 1853-1856 ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს, ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერ-ფაშას ლაშქარს.


თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის მუხრანბატონი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. 1881 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 მუხრანბატონმა საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა. 1882 მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი,ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო “Officier du mérite agricole” უბოძა. დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია შატო მუხრანი.


Багратион-Мухранский Иван Константинович, князь  (07.12.1812 – 11.03.1895)
            генерал-майор с 06.12.1850
            генерал-лейтенант с 30.08.1858


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.02.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0