სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
სიმონ (სიმონიკა) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1896-1923 ქართველი ოფიცერი სოფ. მუხრანი მცხეთა

1896-1923 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი ბაგრატიონ სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

სიმონ (სიმონიკა) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1896-1923 ქართველი ოფიცერი სოფ. მუხრანი მცხეთა

სიმონ (სიმონიკა) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1 სექტემბერი1896 — გ. 20 მაისი1923თბილისი)


— ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე 1921–1923 წლებში.


სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1863 — გ. 1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, დედამისი, ანასტასია კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (დ. 1897 — გ. 1969). დაამთავრა თბილისის გიმნაზია. მსახურონდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე თათრების ცხენოსანი პოლკის რიგებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ჰოლიგრადისთან (ახლანდ. ტერნოპოლის ოლქიუკრაინა1915 წლის 21 აგვისტოს ბრძოლაში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV (1914) და III (1915) ხარისხის ორდენებით, ასევე წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით (1917). 1915 წლიდან პრაპორშჩიკი. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, ქართულ ცხენოსანთა პოლკის როტმისტრად.

საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. განაგრძო სამხედრო სამსახური ქართულ წითელ არმიაში. ფარულად თანაუგრძნობდა ეროვნულ-დემოკრატებს1922 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წლის მარტში დააპატიმრეს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე წლის 20 მაისს „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრებთან დახვრიტეს თბილისში, ახლანდ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0