სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი

მაქს.წარმატება 26 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი რურუა სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

65       ბეჭდვა

რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
10
1
0

ქართველი მოჭიდავე რომან რურუა დაიბადა 25 ნოემბერს, 1942 წელს, სოფ. მუხურჩაში, (მარტვილის რაიონი) მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1966, 1967, 1969, 1970). საბჭოთა კავშირის ხალხთა III, IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 1967, 1971), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1964, 1965, 1970), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-1985) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984—87). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
1966–1970 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს 4 ჩემპიონატი, ანუ 5 უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიაში. 1967–1973 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი. 1984–1985 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1983–1986 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საბჭოთა კავშირის ნაკრებს წვრთნიდა. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.



ოლიმპიური ჩემპიონი - 1968 (63კგ; მეხიკო)

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1964 (63კგ; ტოკიო)

მსოფლიოს ჩემპიონი - 1966 (63კგ; ტოლიდო, აშშ), 1967 (63კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 1969 (62კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა), 1970 (68კგ; ედმონტონი, კანადა)

სსრკ ხალხთა III, IV და V სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963 (63კგ; მოსკოვი), 1967 (63კგ; მოსკოვი), 1971 (68კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონი - 1963 (63კგ; მოსკოვი), 1964 (63კგ; ტალინი), 1965 (63კგ; რიგა), 1967 (63კგ; მოსკოვი), 1970 (68კგ; ტალინი)

საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1966 (63კგ; ივან პოდდუბნის მემორიალი)


სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1966

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2012

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2002

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

ღირსების ორდენი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2001

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ორდენი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002

შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ)

2 მედალი კეთილსინდისიერი შრომისთვის (სსრკ)

*-რომან რურუას შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:

I წრე: კაზიმერ მასიუში (პოლონეთი) - მოგება

II წრე: მუზაჰირ სილილე (თურქეთი) - მოგება

III წრე: სვენდ სკრიდსტრუპი (შვედეთი) - მოგება

IV წრე: იოსეფ მევისი (ბელგია) - მოგება

V წრე: კოძიუ საკურამა (იაპონია) - მოგება

VI წრე, ოქროს მედლისთვის: იმრე პოიაკი (უნგრეთი) - ფრე*

*-რომან რურუა ტოკიოში არ დამარცხებულა, მაგრამ წინა წრეებში მიღებული მეტი საჯარიმო ქულის გამო II ადგილზე გავიდა, იმრე პოიაკი კი ოქროს მედალს დაეუფლა.

*-რომან რურუას შედეგები 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე:

I წრე: ისმაილ ალ კარაღული (ერაყი) - მოგება

II წრე: ჯეიმს ჰეიზვინკელი (აშშ) - მოგება

III წრე: სრეტენ დამიანოვიჩი (იუგოსლავია) - მოგება

IV წრე: ლოთარ შნაიდერი (გდრ) - მოგება

V წრე: მეთინ ალაქოში (თურქეთი) - მოგება

VI წრე: დიმიტრარ გალინჩევი (ბულგარეთი) - მოგება

VII წრე, ოქროს მედლისთვის: ჰიდეო ფუძიმოტო (იაპონია) - ფრე*

*-იაპონელ ფალავანს წინა წრეებში მეტი საჯარიმო ქულა დაუგროვდა და მიუხედავად იმისა, რომ რომან რურუამ ფინალური ჭიდაობა ფრედ დაასრულა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

*-1966-70 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს 4 ჩემპიონატი, ანუ 5 უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიაში.

*-1967-73 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი.

*-1984-85 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

*-1983-86 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საბჭოთა კავშირის ნაკრებს წვრთნიდა.

*-1999-2003 წლებში საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი.

*-2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.

პირველი ადგილი(1-ლი ქვესაშუალო წონა)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1970, ტალინი, ესტონეთი; ომსკი, რუსეთი

პირველი ადგილი(63კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვემსუბუქი წონა)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, რიგა, ლატვია; კაუნასი, ლიეტუვა

პირველი ადგილი(63კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964,ტალინი, ესტონეთი; სანკტ პეტერბურგი, რუსეთი

პირველი ადგილი(63კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1963, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი(-68 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1970, ედმონტონი, კანადა

პირველი ადგილი(-62 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა

პირველი ადგილი(-63 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, ბუქარესტი, რუმინეთი

პირველი ადგილი(-63 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ტოლედო, აშშ

პირველი ადგილი(-63 კგ)

ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა

მეორე ადგილი(-63 კგ)

ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16