სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მეცნიერება
ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი.

536      

ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. ხონი, იმერეთი.

ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909ხონი — გ. 14 იანვარი1992თბილისი) — ქართველი პოეტი.

მშობლები ბესარიონ აბაშიძე და ლიზა მოდებაძე თოთხმეტ შვილს ზრდიდნენ.

აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე [10(23)-ნოემბერი-1909წ.-ხონი-14-იანვარი. 1992წ., თბილისი.] პოეტი. შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965წ.); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960წ.). ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი(1966-1992წ.წ.), 1939-1944წ.წ.-ში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, 1953-1966წ.წ.-ში პირველი მდივანი, 1968-1967წ.წ. გამგეობის თავმჯდომარე,1968-1970 წ.წ.სსრკ. მწერალთა კავშირის მდივანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი(1970-1976წ.წ.); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-1985წ.წ.); რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1982წ.); ჯ.ნერუს სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (1972წ.); თბილისის საპატიო მოქალაქე (1980წ.).

ი. აბაშიძე დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. მშობლები-ბესარიონ აბაშიძე და ლიზა მოდებაძე თოთხმეტ შვილს ზრდიდნენ. როგორც თვითონ პოეტი წერს: „მე დავიბადე 1909 წელს, კეთილი კაცის ოჯახში, მშობლები განათლებული ადამიანები მყავდნენ, საშუალოდ მაინც. მამას, პროვინციის პირობაზე, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე თავად ვერაფერს კითხულობდა უსინათლობის გამო. ხუთი წლისას პირველმა მსოფლიო ომმა მომისწრო, რვა წლისას – რუსეთის იმპერიის დაცემამ და ოქტომბრის რევოლუციამ, თორმეტისას საქართველოს გასაბჭოებამ, შემდეგ სამამულო ომმა, მერე კიდევ არა ნაკლებად რთულმა ომმა მშვიდობისათვის.

საშუალო განათლება პროვინციაში მივიღე, უმაღლესი – თბილისში. ცხოვრებაში ადრე შევდგი ფეხი და მას შემდეგ, რაც ღონე გამაჩნია, ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს როგორც პოეტი და მოქალაქე“.

1931 წელს ი. აბაშიძემ დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1938-1939 წლებში რედაქტორობდა ჟურნალს „ჩვენი თაობა“, 1946-1953 წლებში – ჟურნალ „მნათობს“. პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929 წლებში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი““(1932წ.), „ახალი ლექსები“(1938წ.), „ლექსები“ (1941წ.).

1941-1945 წლებში, ომის ყველაზე ცხარე დღეებში დაიწერა ლექსი „კაპიტანი ბუხაიძე“, „მე ქართველი ბუხაიძე, ბალყანეთის მთებში ვწევარ“… როგორ შეძრა ამ უბრალო სიტყვებმა ქართველი ხალხის გული, იქნებ იმიტომ, რომ ეს ლექსი ბრძოლის ველიდან შორს კი არა, ახლად გათხრილი საფლავის პირას იყო დაწერილი… და ეს სიტყვები ჟღერს, როგორც ფიცი, როგორც ბრძანება, როგორც ლოცვა, რომელსაც ადამიანი აღავლენს ყველაზე უფრო წმიდათაწმიდა ადგილისადმი, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია“(გ.ნატროშვილი)

ომის შემდგომი ლექსები პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება, ისინი სავსეა „კაენის სულის აღზევებით“ მოგვრილი ტკივილებითაც, ეჭვებითაც და ნათელი ხილვებითაც.

50 – 60 – იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში და გამოაქვეყნა ლეწების ციკლი “მწველი ინდოეთში“ (1959წ.; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, რომელიც 1972 წელს ინდირა განდმაგადასცა).

1960 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იერუსალიმში გაემგზავრა ქართული სავანის – ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია ი. აბაშიძის, აკად. ა. შანიძის და აკად. გ. წერეთლის შემადგენლობით. ექსპედიციამ მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით(თ. გაბაშვილი, ნ. ჩუბინიშვილი, ა. ცაგარელი და სხვ.) მიაგნო ფრესკის ადგილს, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია რუსთაველის ბიოგრაფიისათვის.

თუმცა ი.აბაშიძის პოეტური შემოქმედების განახლების მაუწყებელი 1957-59 წლებში დაწერილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ იყო, სწორედ იერუსალიმის ექსპედიციის შემდეგ ი. აბაშიძის პოეზიაში თვალსაჩინოდ გამოიხატა მიბრუნება დიდი და დახვეწილი პოეზიის სათავისაკენ. პოეტი საკუთარ სულს ჩაუღრმავდა; აქედან დაედო სათავე მის ფილოსოფიურ ლირიკას. ლექსების წიგნი „ რუსთაველის ნაკვალევზე”, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959წ.) და „ პალესტინა, პალესტინა!“ (1963წ.; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1965წ.) ქართული ფილოსოფიური და პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ფურცელია. ამ ციკლის რამდენიმე ლექსი – „ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან“, „ხმა ზეთისხილის ბაღში“, „ხმა კატამონთან“, „ხმა გოლგოთასთან“- პოეტური შედევრების რიგს მიეკუთნება. „პალესტინის თემამ, როგორც საკაცობრიო ძიებათა ხან მართალმა და ხან მტყუანმა, მომეტებულად კი არცერთმა და არც მეორემ , ისეთ სიმებს მიაგნო პოეტის გულში , სადაც თქმა გმირობად იქცა და ნათქვამი – სიბრძნედ. თურმე ეს იყო ირ. აბაშიძის შემოქმედება რომ ეძებდა: სამშობლოში ანთებული ცეცხლის ნაპერწკლებს გაჰყვა უცხოეთში, წინ რუსთაველის სინათლე მიუძღვოდა და გზას მისი ნაკვალევით არკვევდა, ქართულ სავანეთში „ხმები“ სინამდვილედ მოევლინა, აღსასრულს მიუსწრო და ლექსი საგანგებოდ ააჟღერა” (შ.ნუცუბიძე, „პოეტური სპეკალი“ , 1966 წ. ) ლექსების ციკლმა „პალესტინას“ ი.აბაშიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

ირ.აბაშიძის პირადი ინიციატივით 1966 წელს გაიმართა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი დიდი იუბილე , რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოეტური სიტყვის, საერთოდ ქართული კულტურის საყოველთაო აღიარების ახალი ტალღის წარმოქმნაში.

ი.აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: „მონადირის ღამეები“, „ჰყვავის გურია“, „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, „მონოლოგი აჩრდილებთან“, „ქარები რიონის ხეობაში“, საბავშვო ლექსები და პოემები („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 წ.) და სხვა. წიგნისათვის „ოცი ლექსი გალაქტიონ ტაბიძეს“ (1986წ.) მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია (1987წ.). ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი.აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ.ბუდენზიგმა.

ი.აბაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ჩამოყალიბებასა და ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში. ი. აბაშიძის სახელობისაა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

1988წ. ი.აბაშიძეს მიანიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, იყო სოციალისტური შრომის გმირი (1979 წ.) მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ენციკლოპედიის შენობის წინ დგას ი.აბაშიძის ბიუსტი (მოქ. კახა არუნაშვილი, არქ. გიგა ბარათაშვილი, 2003 წ.)

(წყარო-ბურუსი)





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


მეცნიერება


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0