სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ.  გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი

1940-2014 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მოსიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ. გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი

თამაზ მოსიაშვილი დაიბადა თელავში 1940 წლის 22 აპრილს, მოკრძალებულად, ერთგულად


 არიან მხატვრები, რომელთა სახელი, შესაძლებელია , ბევრს არას ეუბნებოდეს რიგით ადამიანს, გამოფენაზე მოსულ ჩვეულებრივ მნახველს, მათ გვარს იშვიათად თუ იხილავთ გაზეთისა თუ ჟურნალის ფურცლებზე და არც თუ ისე ხშირად მოისმენთ რადიოთი და ტელევიზიით.


ისინი მოკრძალებულად ცხოვრობენ, არ ითხოვენ ირგვლივ მყოფთაგან გადამეტებულ ყურადღებას საკუთარი თავის მიმართ; ამავე დროს გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად იღწვიან მხატვრობაში და მათი შრომა არაფრით არ ჩამოუვარდება ნებისმიერ სხვა დარგში დასაქმებულ ადამიანთა დაძაბულ, თავაუღებელ საქმიანობას. ისინი ერთგულად ემსახურებიან მშობლიურ ხელოვნებას და ეს სამსახური ცხოვრების ძირითად მიზნად დაუსახავთ.


 თამაზ მოსიაშვილი სწორედ ამგვარი კატეგორიის მხატვარი გახლდათ. მან კარგი, საფუძვლიანი პროფესიული სკოლა გაიარა. თელავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით, შემდეგ კი შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების (ტანსაცმლის მოდელლირება) ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1970 წელს. უნდა ითქვას აქვე, რომ თ. მოსიაშვილს ფერწერისათვის არასოდეს უღალატია. ოთხ ათეულ წელზე მეტს ითვლის მისი შემოქმედებითი საქმიანობა და , შეიძლება გადაუჭარბებულად ითქვას, ამ ხნის მანძილზე მას თითქმის არც ერთი გამოფენა არ დაუტოვებია მონაწილების გარეშე. იგი რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენების მუდმივი ექსპონენტი იყო. ამავე დროს მისი ფერწერული (იშვიათად ჭედური) ნამუშევრები არაერთხელ გაიგზავნა საზღვარგარეთ ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენებზე (მექსიკა, იტალია) . 



 მხატვრის ფერწერულ ტილოთა პალიტრა მრავალფეროვანია, ჟღერადი და ხალისიანი. მხატვარი მშვენირად შეიგრძნობდა და გადმოსცემდა სამყაროს ფერადოვან კეთილხმოვანებას. მრავალმხრივია მისი შემოქმედებითი ინტერესები: იგი გატაცებით მუშაობდა კომპოზიციურ სურათებზე; პორტრეტის, პეიზაჟის, ნატურმორტის ჟანრში ქმნიდა დასამახსოვრებელ, შათამბეჭდავ ნაწარმოებებს, რომელთა უმრავლესობისათვის გულწრფელობა, გამომსახველობითი სიღრმე და უბრალოებაა დამახასიათებელი.  არ შეიძლება არ მოგხიბლოთ მის მიერ ოსტატურად შესრულებულმა ტილოებმა: ,,ზღვა’’ , ,,იალქნები’’, ,,საქართველოს სამხედრო გზა’’, ,,ეკლესია შებინდებისას’’, რომლებშიც მხატვრის უსაზღვრო სიყვარული, მოწიწება იგრძნობა მშობლიური ქვეყნის, მისი ბუნებისა და ადამიანების მიმართ.


 თამაზ მოსიაშვილის ნაწარმოებები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. რამდენიმე მათგანი ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, რამდენიმე ამშვენებს ბაიკალ-ამურზე შექმნილ თანამედროვე საბჭოთა სახვითი ხელოვნების მუზეუმს.

  მოსკოვში, მხატვართა ცენტრალური სახლის ფართო დარბაზებში გაშლილ ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენაზე, მრავალ სხვა ექსპონატთა გვერდით თამაზ მოსიაშვილის სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას - ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. 



ლევან მოსიაშვილი (შვილი)

თამაზ მოსიაშვილს შვილი ლევან თამაზის ძე მოსიაშვილი დაიბადა 1971 წლის 30 აგვისტოს ქ. თბილისში 

ქართველი მხატვარი, რომლის ფერწერული ტილო პენტაგონის ოფისი ვაშინგტონშია გამოფენილი.

ლევან მოსიაშვილი თანამედროვე საერთაშორიშო მასშტაბის მხატვარი. ადარებენ ფიროსმანს, შესულია თანამედროვე ცნობილ ქართველ მხატვართა ათეულში, საფრანგეთის მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს ევროპაში, თუმცა არ ჰკარგავს დედა სამშობლოსთნ ურთიერთობას, გამოირჩევა ქველმოქმედებით განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი, ითვლება ერთ ერთ მოთხოვნად ხელოვნად მსოფლიოს ინსტიტუციებსა და კოლექციონერებში. მისი ნამუშევრების ადგილსამყოფელის სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია, გთავაზობთ მცირე ექსკურსს, პენტაგონის ოფისი ვაშინგტონში, პრაღის ნაციონალური მუზეუმი, ტრეტიაკოვსკის მუზეუმის დირექტორატი მოსკოვი, მსოფლიო ინტელექტუალური ცენტრი ჟენევა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, უამრავი ქვეყნის ქალაქების მერიები, უნივერსიტეტები, გალერიები. კურირებს ქართულ ფრანგული კულტურულ პროექტებს.

ვიდეორგოლებში ლევან მოსიაშვილი (შვილი)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 12.02.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0