სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლევან მოსიაშვილი 1971წ. მხატვარი: ფერწერული ტილო პენტაგონის ოფისი ვაშინგტონშია გამოფენილი. ადარებენ თანამედროვე ნიკო ფიროსმანს. წარმ. თელავი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მოსიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

ლევან მოსიაშვილი 1971წ. მხატვარი: ფერწერული ტილო პენტაგონის ოფისი ვაშინგტონშია გამოფენილი. ადარებენ თანამედროვე ნიკო ფიროსმანს. წარმ. თელავი

ლევან თამაზის ძე მოსიაშვილი დაიბადა 1971 წლის 30 აგვისტოს ქ. თბილისში 


ქართველი მხატვარი, რომლის ფერწერული ტილო პენტაგონის ოფისი ვაშინგტონშია გამოფენილი.

ლევან მოსიაშვილი თანამედროვე საერთაშორიშო მასშტაბის მხატვარი. ადარებენ ფიროსმანს, შესულია თანამედროვე ცნობილ ქართველ მხატვართა ათეულში, საფრანგეთის მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს ევროპაში, თუმცა არ ჰკარგავს დედა სამშობლოსთნ ურთიერთობას, გამოირჩევა ქველმოქმედებით განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი, ითვლება ერთ ერთ მოთხოვნად ხელოვნად მსოფლიოს ინსტიტუციებსა და კოლექციონერებში. მისი ნამუშევრების ადგილსამყოფელის სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია, გთავაზობთ მცირე ექსკურსს, პენტაგონის ოფისი ვაშინგტონში, პრაღის ნაციონალური მუზეუმი, ტრეტიაკოვსკის მუზეუმის დირექტორატი მოსკოვი, მსოფლიო ინტელექტუალური ცენტრი ჟენევა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, უამრავი ქვეყნის ქალაქების მერიები, უნივერსიტეტები, გალერიები. კურირებს ქართულ ფრანგული კულტურულ პროექტებს.



მისი ვნებაა მთა. საქართველოში – კავკასიონი, ევროპაში პირენეებთან აქვს "თავისი ადგილი". მთა იმიტომ აირჩია, რომ მისმა დახვეწილმა ფორმამ და ცასთან ჭიდილმა მუდმივ ძიებაში მყოფ ხელოვანად აქცია. მხატვრები ადგილის გარდა ფერსაც ამოიჩემებენ ხოლმე, რომელიც მთელ მათ შემოქმედებას გასდევს თან, ლევან მოსიაშვილისთვის ასეთი ფერი არ არსებობს, რადგან ყველა ფერი მისია. მხატვარი თამამია არა მხოლოდ ფერთა შეხამებაში, არამედ გამოხატვის ფორმებშიც. ქართული კომპოზიციებით დაწყებული, კახური პეიზაჟებიდან კუბიზმამდე და აბსტრაქციამდე განვლილ გზას თუ თვალს გადავავლებთ, შეიძლება ეჭვიც კი შეგვეპაროს, რომ ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა შექმნა. თავად ხელოვანი ამას ძიებისა და ახლისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით ხსნის. ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნებას ერთი საერთო აქვს – ქართული ფესვები.


ლევან მოსიაშვილი 1971 წლის 30 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1993 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი დაამთავრა. პარალელურად თეატრის რეჟისორის პროფესიასაც დაეუფლა. 1996 წელს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მოიპოვა და გადაწყვიტა თავისი სამყარო შეექმნა. პირველი სერიოზული ნამუშევარი 1993 წელს დახატა. უკვე ოცი წელია მხატვრობა მისი ერთადერთი პროფესიაა. ხელოვნების ამ დარგში აკადემიური განათლება არასდროს მიუღია. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ მისი ნამუშევრები ფიროსმანის, შაგალის, მატისის, პინეს ნახატებისათვის შეედარებინათ. ამ აღიარებამდე მხატვარი მუდმივმა ძეიბამ და ახლისკენ სწრაფვამ მიიყვანა. ასევე იმანაც, რომ ხელოვნება მისთვის სულის საყდარია, სადაც ის ლოცულობს, როგორც ტაძარში. მხატვრის ამ შემოქმედებითი ძიების პროცესში ოთხი სრულიად განსხვავებული ეტაპი გამოიკვეთა.

პირველი პერიოდი ქართული სინამდვილიდან აღმოცენდა. პირველი შთაგონების წყარო მშობლიური კახეთი იყო. კახელი გლეხების ყოფა–ცხოვრება, მათი ტკივილი, საზრუნავი და ლხინი ამ პერიოდის ნახატების ძირითადი თემატიკაა. ქართული სული მის შემოქმედებას ბოლომდე მიჰყვება, თუმცა სახეცვლილად. "ვერ გავექცეოდი იმას, რაც იმ მიწიდან და ფიროსმანიდან მოდის", – ამბობს მხატვარი. ამ ნამუშევრებს ევროპაში "მოსიაშვილის ფრესკებსაც" უწოდებენ. ნახატების პერსონაჟები დამთვალიერებელს  ხატების მსგავსად თვალს აყოლებენ. ისინი ფერით, სისუფთავითა და სისადავითაც ჰგვანან ხატებს. ნახატებში იგრძნობა ნოსტალგია, მონატრება იმ "დაკარგული სამოთხისა", რომელსაც კაცობრიობა მისტირის, მაგრამ უკან ვერ იბრუნებს.

ლევან მოსიაშვილის მეორე ეტაპი მთლიანად თბილისს მიეძღვნა. მისი თბილისი არავისას ჰგავს არც სიუჟეტით და არც შესრულების ტექნიკით. მიჯრით და მწყობრად ჩამწკრივებულ პატარა ფანჯრებს ერთმანეთისგან ოთხ ფენად დადებული ზეთის საღებავისგან შექმნილი რელიეფური ზედაპირი ყოფს. "თბილისებით" მხატვარმა ისტორიული თანაცხოვრება, მჭიდრო ურთიერთობები, ახლო მეზობლობა, ერთმანეთთან გადარბენა–გადაძახილი გამოხატა, რაც წლების წინ ამ ქალაქის ერთ–ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო. მხატვრის შემოქმედების ეს პერიოდი იმ ურთიერთობებთან ერთად დასრულდა. მცირე ხნით "მოზაიკამაც" გაიტაცა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მხატვარი თავისი ორიგინალური ტექნიკით შვილისთვის, ანასთვის, ცხოველების გამოსახულებებს ქმნიდა.


ამით დამთავრდა მოსიაშვილის შემოქმედების ყველაზე ხანგრძლივი, 15-წლიანი "ქართული" პერიოდი.

2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ ლევან მოსიაშვილს საფრანგეთში ცხოვრება და მოღვაწეობა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება, აღიარება და არაერთი გამოფენა საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში. მხატვრის დებიუტი საფრანგეთში 1998 წელს შედგა. ამავე წელს ქართველი მხატვარი მარსელის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. შემდეგ გაიმარჯვა კარი–ლე–რუეს ფერწერის კონკურსში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფიოსა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში.

გარდა საფრანგეთისა, მოსიაშვილს პერსონალური გამოფენები ჰქონდა საქართველოში (თელავში), რუსეთში (სანკტ–პეტერბურგში), ესტონეთში (კუნძულ საარემაზე), სირიაში (დამასკოში, ალეპოში). 2006 წელს თურქეთის დედაქალაქში საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტის მიწვევით გამართული პერსონალური გამოფენა თურქეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა გახსნა. იმავე წელს ანკარაში მხატვრის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა, ამჯერად ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

ევროპამ მხატვრის შემოქმედებაში ფერები და სტილი შეცვალა. თავდაპირველად კუბიზმა გაიტაცა. ტულუზაში იგი ხშირად სტუმრობდა სენ–სერნენის ბაზილიკას, ცნობილი მხატვრების სახელოსნოებს და სახელგანთქმულ მუზეუმებს. სწორედ ამ დროს შეიქმნა კუბისტური პერიოდის ნახატები: "ხმელთაშუა ზღვა ღამით", "ფრანგული სოფელი", "საზამთროები", "ქალის ცხოვრება", "ღამის მინდვრები ტურნეფოიში", "ნისლიანი ფრანგული ქალაქი", "წითელი თევზები", "ახალი საუკუნე" და სხვა.

ბოლო ორი წელია მხატვარი "ფილოსოფიური აბსტრაქციით" არის გატაცებული. მიაჩნია, რომ ეს მისი პიროვნული თავისუფლების გამოხატვის მწვერვალია: "საფრანგეთმა მეტი თავისუფლებისკენ მიბიძგა და ძიების სურვილი აღმიძრა. არც ადამიანურ ურთიერთობებში უნდა დაიშტამპო და არც ხელოვნებაში. შენი პირადი უნდა აჩვენო სხვებს ისე, რომ არ იფიქრო, სხვები რას იფიქრებენ შენზე. ტრადიციების შენარჩუნება კარგია, მაგრამ ზედმეტისგან უნდა გავთავისუფლდეთ. თავისუფლება პიროვნულ სიძლიერეს ნიშნავს. თუმცა გიჟიც შეიძლება იყოს თავისუფალი. ამიტომ ეს ყველაფერი კომედიაში არ უნდა გადაიზარდოს, უნდა იყოს სერიოზული. მიმაჩნია, რომ ახლა რასაც ვქმნი, სერიოზული და დამაფიქრებელია. ოცი წელი დამჭირდა, რომ ამისთვის მიმეღწია. ქართველი მუდმივად თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ისტორიული ქარტეხილები ზოგჯერ თრგუნავს ამ სწრაფვას. მის ხელახლა გაღვიძებას გარემოს შეცვლა, ახალი ურთიერთობები, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა და შეფასება სჭირდება". ამ განწყობით შეიქმნა აბსტრაქტული "ღამის ქალაქი", რომელიც თბილისიც შეიძლება იყოს, ჩიკაგოც და თელავიც, "ავტოპორტრეტი", "მტრდი" და სხვა.

2010 წელს ლევან მოსიაშვილმა ქ. ფონსორბის საერთაშორისო გამოფენაზე მოდერნისტული აბსტრაქციის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამავე წელს მიიღო გარონის დეპარტამენტის საპატიო ჯილდო ქ. ოტერივის (ქალაქი ტულუზასთან ახლოს, სადაც ახალგაზრდობის წლები გაატარეს მატისმა და პიკასომ) გამოფენა–კონკურსიში. 2011 წელს ქ. ფუსერეს 29-ე საერთაშორისო გამოფენა–კონკურსის გრან–პრის მფლობელი გახდა. 2012 წელს კი ქ. ოტერივის საშემოდგომო გამოფენა–კონკურსის სპეციალური პრიზით (ერთთვიანი პერსონალური გამოფენა ქ. ოტერივის ადმინისტრაციაში) დაჯილდოვდა.

ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება (საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი, ბელგია, ინგლისი, ბრაზილია, ჩილე, შვედეთი, ნორვეგია, ჩინეთი). მხატვრის ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორიაში, საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში.

ქართველი მხატვარი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში და გამოფენებში. ლევან მოსიაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა საერთაშორისო ჯგუფს და გეგმავს ბიბლიოთეკის საქმიანობის მხარდაჭერას უცხო ქვეყნებში.

ამჟამად საფრანგეთსა და საქართველოში ცხოვრობს. აბსტრაქტული პერიოდის შემდეგ მის შემოქმედებაში რა იქნება, არ იცის, თუმცა ის ნამდვილად იცის, რომ ყოველთვის უნდა ხატოს, ეძიოს და აღმოაჩინოს მისთვის ახალი. "წინასწარ ყველაფრის ცოდნა არც არის საჭირო. ყველაფერში ღვთის ხელი ურევია. თუ წინასწარ იცი, რას გააკეთებ. უკვე აღარ ხარ ხელოვანი", – ამბობს მხატვარი.



ლევანის მამა თამაზ მოსიაშვილი 1940-2014 საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დაბადებულია თელავში



ლევანი დედასთან ლუიზა შალვას ასული კაკონაშვილი დაბადებულია სოფელ შილდაში 1943 წლის პირველ იანვარს

იხილეთ გალერეა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 12.02.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0