სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით მოსიაშვილი 1966-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი დავით მოსიაშვილი 1966-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი დავით მოსიაშვილი 1966-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მოსიაშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

დავით მოსიაშვილი 1966-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი


დავით ელგუჯას ძე მოსიაშვილი დაიბადა ქ. საჩხერეში 1966 წლის 19 ნოემბერს. სკოლაში სწავლის წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ისტორიისა და ლიტერატურისადმი. უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით კრივი,რაშიც ჰქონდა მიღწევები: იყო ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთხანს მუშაობდა ბამბეულის ქარხნის მშენებლობაზე. შემდეგ იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მერე – ისევ სპორტსკოლა. იყო კრივის სექციაში – მწვრთნელად. მერე ახმეტის სახალხო უნივერსიტეტში ისტორია-სამართალმცოდნეობის სპეციალობას ეუფლებოდა, პირველი კურსი ფრიადზე დახურა.


როცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას საფრთხე შეექმნა, იგი ერთ-ერთი პირველი შევიდა საჩხერის გვარდიის ბატალიონში და მონაწილეობა მიიღო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ბრძოლებში. საქართველს ხელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით დაჯილდოვებული იყო სამშობლოს დაცვისა და  და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

დათო 1993 წლის მარტში დაიჭრა ოჩამჩირის რაიონში წარმოებულ ბრძოლაში, მაშინ სასწაულად გადარჩა სიკვდილს, მიუხედავად მძიმე ჭრილობისა  არ შედრკა და როცა კვლავ საშიშროება შეექმნა აცხაზეთს (დესანტის გადმოსხმასთან დაკავშირებით), დათო უყოყმანოდ წავიდა სოხუმში მის დასაცავად,საბედისწერო გამოდგა მისთვის ეს ნაბიჯი. 9 ივლისს ტამიშთან შეტაკებაში დაიღუპა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.07.2021
ბოლო რედაქტირება 25.10.2023
სულ რედაქტირებულია 1




მოსიაშვილი

1 0

ილია მოსიაშვილი დ.1937წ. 50 მლნ. დაბ. სენაკი

2 0

თამაზ მოსიაშვილი 1940- 2014წწ. გარდ. 74 წლის. მხატვარი; ( ,,ჩემი სოფელი’’, ,,საღამო’’და სხვა), მოსკოვი. სამი ფერწერული ტილო იქცევს ყურადღებას ,, მოლოდინი’’, ,,ჩიჩი’’, და ‘‘ზღვის მამალი’’. დაბ. თელავი კახეთი

6 0


ლევან მოსიაშვილი 1971წ. მხატვარი: ფერწერული ტილო პენტაგონის ოფისი ვაშინგტონშია გამოფენილი. ადარებენ თანამედროვე ნიკო ფიროსმანს. წარმ. თელავი

1 0


მართა ზაურის ასული მოსიაშვილი დაბ. 1991წ. რეფერი(მსაჯი) უშუ, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება დაბ. თელავი კახეთი

1 0