სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ილია მოსიაშვილი დ.1937წ. 50 მლნ. დაბ. სენაკი ილია მოსიაშვილი დ.1937წ. 50 მლნ. დაბ. სენაკი
ბმულის კოპირება



გვარი მოსიაშვილი სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

420       ბეჭდვა

ილია მოსიაშვილი დ.1937წ. 50 მლნ. დაბ. სენაკი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Илья Мосиашвили, Ilia Mosiashvili

http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=1034

ბიზნესმენ ილია მოსიაშვილის სახელი საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ გახდა ცნობილი. მისი ბიზნეს-იმიჯი, უპირველეს ყოვლისა, ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომპლექსს უკავშირდება. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბიზნესმენი საბჭოთა პერიოდში საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, უკან კი 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაბრუნდა და ბიზნესმენადაც საქართველოში ჩამოყალიბდა.


ილია მოსიაშვილი დაიბადა 1937 წლის 31 დეკემბერს, სენაკში. დღესდღეობით მისი ოჯახი ისრაელში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიზნესმენმა საქართველოში ცხოვრება არჩია.


ილია მოსიაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც საქმიანობის დასაწყებად საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა აქ ბიზნესის დაწყება ჯერ კიდევ საკმაოდ სარისკოდ ითვლებოდა არასტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების გამო. ნათქვამია, ვინც არ რისკავს, ის ვერც იგებსო და, მართლაც, მოსიაშვილის მიერ გაწეული რისკი გამართლებული გამოდგა. ქართული პრესის მონაცემებით, ბოლო პერიოდამდე მისი ქონება 50 მილიონ დოლარს აღწევდა.


როგორც ილია მოსიაშვილი ამბობს, საქართველოში ჩამოსვლის იდეა ბიზნესმენმა მეგობრებმა მიაწოდეს. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსისთვის საჭირო ტერიტორიის შეძენა მას დაახლოებით 240 ათასი დოლარი დაუჯდა და ეს იმ დროისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა იყო. საქართველოში ბიზნესის წარმოებისას დაბრკოლებები შეხვდა, მაგრამ წასვლაზე არც უფიქრია. მას იმედი ჰქონდა, რომ ფულს, რომელიც ბიზნესში დააბანდა, აუცილებლად ამოიღებდა.


ბაზალეთის ტურისტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა, 2007 წელს ამოქმედდა.


ბაზალეთის ტურისტული კომპლექსი ქართულ-ებრაული ჰოლდინგის „ცენტრის“ ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია, რომლის მფლობელიც ილია მოსიაშვილია. ჰოლდინგი „ცენტრი“ ისრაელისა და ამერიკის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული, საქართველოში რეგისტრირებული მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან საქმიანობს. ილია მოსიაშვილი „ცენტრის“ დირექტორია. ჰოლდინგი საქართველოში ძირითადად სამშენებლო, ტურისტულ და სავაჭრო საქმიანობას ეწევა და უძრავ ქონებასაც ფლობს. კომპანიის მიზანი საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებაა, მათ შორის, რეგიონული ტურიზმის სფეროში.


1999 წელს ჰოლდინგმა „ცენტრმა“ ტენდერში გაიმარჯვა და გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული ყოფილი მოსწავლეთა ცენტრის შენობა შეიძინა მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, სადაც სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, რომლის ფართობიც ხუთი ათას კვადრატულ მეტრამდე უნდა ყოფილიყო. ამ პროექტის განხორციელება საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამო შეჩერდა. 2005 წლის ბოლოსთვის, გაითვალისწინა რა საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის საკრებულოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განსაკუთრებული დამოკიდებულება კრწანისის ომის ისტორიული მნიშვნელობის მიმართ, ილია მოსიაშვილის კომპანიამ ნებაყოფლობით გადასცა სახელმწიფოს ეს ტერიტორია და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. ამის სანაცვლოდ მას სახელმწიფოსგან თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და მშენებარე შენობა გადაეცა.


ილია მოსიაშვილის თქმით, ბაზალეთის კომპლექსის პროექტის განხორციელებაში 30 მილიონ დოლარამდე ჩაიდო და, თუ ქვეყანა უნდა განვითარდეს, ამან ბიზნესმენები აუცილებლად უნდა მიიზიდოს. ბიზნესმენის განცხადებით, ინვესტორები ქვეყანაში მისი სილამაზის გამო კი არ ჩადიან, არამედ იმის მიხედვით, თუ რა გარემო ხვდებათ ადგილზე და რეალურია თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება.


ჰოლდინგ „ცენტრის“ შემადგენლობაში დღემდე რამდენიმე სხვადასხვა საწარმო სუბიექტი შედიოდა, რომელთა შორის უმსხვილესია ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსი – საქართველოში დღემდე განხორციელებული უმსხვილესი ტურისტული პროექტი.


2004 წელს ჰოლდინგმა თბილისში საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრი „ქუინი“ გახსნა, რისთვისაც ორთაჭალაში შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მოსიაშვილი აცხადებდა, რომ მისი მიზანი ამ ტერიტორიაზე, სამსართულიან შენობაში, 300-მდე მაღაზიის განთავსება იყო. მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და 2009 წლის დასაწყისიდან „ქუინის“ ადგილას ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ბაზალეთი პალასი“ ფუნქციონირებს.


ჰოლდინგი „ცენტრი“ ასევე ფლობს ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოს თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს. ამ საწარმოში ავეჯი, პარკეტი, კარ-ფანჯარა და სხვადასხვა სახეობის ხის პროდუქცია მზადდება.


წლების წინ ჰოლდინგი ფლობდა: რესტორან „ევრაზიას“, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში 1999 წლიდან მოქმედებდა, პურ-ფუნთუშეულის წარმოებას და რესტორან „ოაზისს“ რუსთავში. მის მფლობელობაში იყო ასევე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია თბილისში, რომელიც 2003 წლიდან საქმიანობდა. ამჟამად მიმდინარეობს ავეჯის სახლ „კოსმოსის“ შენობის რეკონსტრუქცია. მის ადგილას სუპერმარკეტის გახსნაა დაგეგმილი.


P.S. ილია მოსიაშვილის სახელს უკავშირდება კიდევ ორი განუხორციელებელი პროექტი: შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში პორტის აშენება და რუსთავში მეტროპოლიტენის გაყვანა, მაგრამ ეს პროექტები, „მიზეზთა“ გამო, ყურადღებისა და თანადგომის გარეშე დარჩა.




დავით ბახტაძე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0