სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო

მაქს.წარმატება 24 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი თედიაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
13
5
0
ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.




1995–2004 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.


ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1972 (82კგ; მიუნხენი), 1976 (90კგ; მონრეალი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1971 (82კგ; სოფია, ბულგარეთი), 1973 (90კგ; თეირანი, ირანი), 1974 (90კგ; სტამბოლი, თურქეთი), 1975 (90კგ; მინსკი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1978 (100კგ; მეხიკო, მექსიკა)
ევროპის ჩემპიონი - 1974 (90კგ; მადრიდი, ესპანეთი), 1976 (90კგ; ლენინგრადი), 1978 (100კგ; სოფია, ბულგარეთი)
მსოფლიო თასი - 1973 (90კგ)
სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971 (82კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1975 (100კგ; კიევი)
სსრკ ჩემპიონი - 1971 (82კგ; მოსკოვი), 1973 (90კგ; კრასნოიარსკი), 1974 (90კგ; უფა)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1969 (82კგ; ლუგანსკი), 1975 (100კგ; კიევი), 1977 (100კგ; კრასნოიარსკი), 1980 (100კგ; მოსკოვი)
თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი - 1970, 1971, 1972, 1975, 1978
სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი - 1973 (90კგ; თეირანი, ირანი)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1971, 1973, 1974
სსრკ სპორტის ოსტატი
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1971
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) - 2013

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2001
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ორდენი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002
ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) - 1976
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)
*-ლევან თედიაშვილის შედეგები 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე:
I წრე: იბრაჰიმ დიოპი (სენეგალი) - მოგება
II წრე: არტაგ ტუმურიინი (მონღოლეთი) - მოგება
III წრე: კურტ ელმგრენი (შვედეთი) - მოგება
IV წრე: ჯონ პეტერსონი (აშშ) - მოგება
ფინალი: პეტერ ნოიმარი (გფრ) - მოგება
*-ლევან თედიაშვილის შედეგები 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე:
I წრე: უეინ თომასი (ვორჯინიის კუნძულები) - მოგება
II წრე: ფრანკ ანდერსონი (შვედეთი) - მოგება
III წრე: ჰორსტ შტოტმაისტერი (გდრ) - მოგება
IV წრე: მორის ალენი (დიდი ბრიტანეთი) - მოგება
V წრე: ტერი პეისი (კანადა) - მოგება
VI წრე: სტელიან მორკოვი (რუმინეთი) - მოგება
ფინალი: ბენ პეტერსონი (აშშ) - მოგება
*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
*-ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
*-1973 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა სამბოში. სამბისტთა საკავშირო ნაკრებში ის ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩართეს, რათა ავად გამხდარი სამბისტი შეეცვალა.
*-1973 წელს დასახელდა სსრკ კავშირის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში.
*-1978 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოულოდნელად დამარცხდა ჰარალდ ბიუტნერთან (გდრ), რომელსაც მანამდე, იმავე წლის ევროპირველობაზე 12 ქულის სხვაობით სძლია. ეს იყო თედიაშვილის პირველი მარცხი საერთაშორისო ასპარეზზე 1971 წლის შემდეგ.
*-1986-89 წლებში იყო თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე.
*-1987 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი (გოგია) შეასრულა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“. ამავე ფილმში მეორე მთავარ როლში ითამაშა კიდევ ერთმა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, ველომრბოლმა ომარ ფხაკაძემ (ხარება). ამ როლისთვის ლევან თედიაშვილს კინოფესტივალ „ოქროს არჩაზე“ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა.
*-1993-95 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.*-1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
*-1995-2004 წლებში საქართველოს IV და V მოწვევის პარლამენტის წევრი.
*-2003 წელს ლევან თედიაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.
მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1980, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1977, კრასნოიარსკი, რუსეთი
მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1975, კიევი, უკრაინა
პირველი ადგილი(მე-2 სასუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1974, უფა, რუსეთი
პირველი ადგილი(მე-2 საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1973, კრასნოიარსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(1-ლი საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1971, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი(1-ლი საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1969, მინსკი, ბელარუსი; ლუგანსკი, უკრაინაი
პირველი ადგილი(-100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი(-90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1976, ლენინგრადი, სსრკ
პირველი ადგილი(90 კგ)
სამბო - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, თეირანი, ირანი
პირველი ადგილი(90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, მადრიდი, ესპანეთი
მეორე ადგილი(100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1978, მეხიკო, მექსიკა
პირველი ადგილი(90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1975, მინსკი, სსრკ
პირველი ადგილი(90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, სტამბული, თურქეთი
პირველი ადგილი(90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, თეირანი, ირანი
პირველი ადგილი(82 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1971, სოფია ბულგარეთი
პირველი ადგილი(90 კგ)
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
პირველი ადგილი(82 კგ)
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.07.2022
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16