სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10735

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური

1953-1992 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვაჩეიშვილი სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

112       ბეჭდვა

მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დ. 19 სექტემბერი, 1953  გ. 28 ნოემბერი, 1992  (39 წლის ასაკში) საბურთალოს ძმათა სასაფლაო, ქ. თბილისი გეოგრაფი, გეოლოგი, სამხედრო პირი



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინორეჟისორის განხრით 1978 წელს.

სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე რაგბში; 1979 წლიდან შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპკლუბში; მონაწილეობდა კლუბის ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე სპორტსმენების მომზადებაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოგრაფია - გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში; 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად; 1991 წლიდან მრავალდარგობრივ ფირმა "ფირალში" გამგეობის წევრად; მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში; იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; 1989 წელს "ცისფერი ტაძრის", "ციცფერყანწელთა" მაგისტრის, ბატონ კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული ორდენის წევრად; 1991 წელს გაზეთ "რუბიკონში" გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, მუნჯურ და ხმიან სცენარებს, აკეთებდა ჩანაწერებს; არის აფხაზეთის ომის მონაწილე, დაიღუპა 1992 წლის ნოემბერში ტყვარჩელის მისადგომებთან, სოფელ ქეთევანასთან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი


1992 წლის 28 ნოემბერს აფხაზების სამიზნე ოჩამჩირის რაიონის სოფელი ქეთევანა გახდა. ოპერაცია მუშნი ხვარცკიას ხელმძღვანელობით დილის 4.30–ზე - კუტოლის, ტამიშის, ჯგერდას, ჩლოუს და ათარას გაერთიანებულმა ჯგუფებმა წამოიწყეს. მტერი სოფელს შეუმჩნევლად მიუახლოვდა და სიმინდის ყანებში არსებული საგუშაგოები უბრძოლველად დაიკავა. ქართველებმა „წვიმის“ გამო მიატოვეს პოზიციებიო – „ხუმრობდნენ“ აფხაზები. შემდეგი სამიზნე სასაფლაოს ტერიტორია იყო, რომელიც მტერმა ასევე უპრობლემოდ დაიკავა. აღნიშნული ტერიტორიები სოფელს 20 – 25 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებდნენ. აფხაზებმა მომგებიანი პოზიციები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს და სოფლის ბედიც ფაქტობრივად ბრძოლის დაწყებამდე გადაწყდა.


აფხაზებმა ჩვენს ძალებს მასირებული ცეცხლი გაუხსნეს და მძიმე ზიანიც მიაყენეს. ქეთევანა–კოჩარას მონაკვეთზე 200–მდე ქართველი სამხედრო იყო განლაგებული. შეიარაღებულები იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, თუმცა იმის გამო რომ გვარდიელებთან „არც თუ ისე კარგი“ ურთიერთობა ჰქონდათ, აფხაზებისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ (მხოლოდ ხუთიოდე კაცი იღებდა ბრძოლებში მონაწილეობას). ეგ კი არადა ზოგიერთმა მათგანმა აფხაზებს მეგზურობაც კი გაუწია (აფხაზები მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა ქეთევანას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენდნენ).


დაბნეულობის და არაორგანიზებულობის მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა საღამომდე მაინც შეძლეს მტრის იერიშების შეკავება. ჩვენი დაქსაქსული ძალების რამდენიმე ჯგუფი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს. მარცხენა ფლანგზე შინაგანი ჯარების ხუთმა სამხედრომ მანამდე იომა, სანამ ტყვია–წამალი არ გამოელიათ. ისინი დღემდე უგზო–უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან (ლერი ნაგლაძე, მალხაზ გრიგალაშვილი, შმაგი ბერიკაშვილი, ალექსანდრე აზადანოვი, მიხეილ არევაძე). ოთხ კაციანი ჯგუფი ერთ–ერთ სახლში იყო გამაგრებული და მათაც არაფერი დაუკლიათ მტრისთვის. ერთი კაცი გადარჩა (სულხან კერესელიძე), დანარჩენები (ვანო ზაქროშვილი, პაპუნა სალუქვაძე, დათო რამიშვილი) კი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ დაატყვევეს. დავით რამიშვილმა ტყვეობაშიც არ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა და აფხაზებს გინებასთან ერთად, ერთი – ორი მუშტიც მიაყოლა. ის ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს.

მალხაზ ვაჩეიშვილი ორიგინალი ფოტო ლალი ცერაძესგან

მარჯვენა ფლანგზე შეტევაზე გადასულმა ემზარ ონიანმა და მალხაზ ვაჩეიშვილმა, სასაფლაოებთან მტერს რამდენიმე საათიანი ბრძოლა გაუჩაღეს. ონიანი სანადირო თოფით (კარაბინი) და რამდენიმე ყუმბარით იყო შეიარაღებული. აფხაზები მას დანებებას სთავაზობდნენ, მაგრამ ემზარიმ ვაჩეიშვილთან ერთად ბოლომდე იბრძოლა და მასთან ერთად დაიღუპა.

ჩვენებს ერთადერთი ბმპ ჰყავდათ, რომელიც აფხაზებმა მალევე აგვიფეთქეს. აგვიფეთქეს ასევე კოჩარადან წამოსული კამაზი, რომელშიც გვარდიელები იმყოფებოდნენ.

გადარჩენილმა მებრძოლებმა კოჩარას მიმართულებით დაიხიეს უკან. ქეთევანას დაცემას, მეორე დღეს კოჩარას ტრაგედია მოყვა. თუ რატომ ვერ მოხერხდა ქეთევანაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება, ამაზე პასუხების გაცემა დღესაც ძალიან ჭირს. ჩვენი გენერალური შტაბი იმ დღეებში კოჩარა–ქეთევანას მონაკვეთზე „წარმატებით“ განხორციელებულ ოპერაციაზე იუწყებოდა. სანამ რუსულმა არხებმა კოჩარაში შესული აფხაზური დაჯგუფებები არ აჩვენეს, მანამდე ჩვენი გენშტაბი ჯიუტად უარყოფდა მოწინააღმდეგის მიერ ორივე სოფლის აღებას.

ქეთევანაში ჩვენმა დანაკარგმა მინიმუმ 14 კაცი შეადგინა (11 კაცი შინაგანი ჯარებიდან - ზაზა ჩადუნელი, გია ჩლაჩიძე, ირაკლი ბაქანიძე, ვლადიმერ მაქსიმოვი, მამუკა სულაბერიძე, მალხაზ ლაცაბიძე და მარცხენა ფლანგზე უგზო–უკვლოდ დაკარგული მებრძოლები ). სულ მცირე 2 კაცი კი ტყვედ ჩავარდა.

აფხაზებმა კუტოლის და ჯგერდას შენაერთებიდან თითო–თითო მებრძოლი დაკარგეს (დაჭრილები ბლომად ყავდათ). სხვა დანაკარგები უცნობია.

დაღუპული მებრძოლების ძიების პროცესი, 2–3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ემზარ ონიანი ერთ–ერთ აფხაზ მებრძოლს სოფ. ჯგერდაში საკუთარი მამის (ისიც ამ ბრძოლაში დაღუპულა???) გვერდით დაუკრძალავს. შინაგანი ჯარების რამდენიმე მებრძოლის გარდა, სხვა სამხედროების გვამების მოძიებაც მოხერხდა.

გადმოსვენების დროს, ჩვენი მებრძოლების ცხედრები, აფხაზებმა პატივისცემის ნიშნად ავტომატების კანანადით გააცილეს!!!

ემზარ ონიანი 1963-28/11/92წ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუჯი ლენტეხი

ზაზა ჩადუნელი მელიტონის ძე 1962-28/11/92წწ. გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ახალციხე


გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე 1974-92წწ გარდ. 18 წლის, კოჩარა/ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. თბილისი


ირაკლი ბაქანიძე ბადრის ძე 1972-92წწ გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. ნატანები ოზურგეთი გურია


ვლადიმერ მაქსიმოვი ალექსანდრეს ძე 1973-92წწ გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთავანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი


მამუკა სულაბერიძე 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ხაშური

მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი


მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური


დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია


მალხაზ გრიგალაშვილი 1972-28/10/92წწ. დაკარგ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. რველი ბორჯომი


მიხეილ არევაძე 1973-92წწ. დაკარგ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი. მსახურობდა შინაგან ჯარში. დაბ. სოფ. ჩუმლაყი, გურჯაანი, კახეთი


შმაგი ბერიკაშვილი 1972-28/11/93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთში დაბ. ბორჯომში


ე. ონიანი, მ. ვაჩეიშვილი, დ. რამიშვილი


მ. გრიგალაშვილი, მ. არევაძე, შ. ბერიკაშვილი

(სხვა დაღუპულების ახლობლების წინაშე ბოდიშს ვიხდი. მომავალში, როდესაც ამ ისტორიას სრულყოფილი სახე მიეცემა, მათ ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ).

წყარო ლაშა სირანაშვილი

ფოტოზე მარცხნიდან, ირაკლი ხოჯანაშვილი, სულხან კერესელიძე მიხეილ ცილიკიშვილი და მალხაზ ვაჩეიშვილი

"მამაჩემი ლოთი მოქანდაკეა დედაჩემი კი მამაჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მხატვარი. დავიბადე იმ წელს, როდესაც ცბიერების იმპერიის ბოროტი გენია სტალინი მოკვდა, სექტემბრის ყველაზე მაგიური ციფრით _ 19-ით აღნიშნული ცხელი დღის დილას, დრაკონის საათზე ყარაჩოღელთა ნეტარ ქალაქ თბილისში, ვერაზე. ვიზრდებოდი ლამაზ სატიოს უბანში, ვსწავლობდი აკადემიურად აკადემიურ ცხოვრებას გასპეცებულ საშუალო სკოლაში. უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ. ეხლა კი ათასი გზების საოსტატოს ძველი მოხეტიალე შეგირდი, გრძნობათა სამყაროს რჩეული, თქვენი სტუმარი ვარ, ღვთისნიერნო, თქვენივე სურვილით..." _ წერს მხატვრულ ავტობიოგრაფიაში აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდნოსანი მალხაზ ვაჩეიშვილი _ "ვაჩე", როგორც მას მეგობრები ეძახდნენ.

ბავშვობა

მალხაზ ვაჩეიშვილი 1953 წლის 19 სექტემბერს მხატვართა ოჯახში დაიბადა. დედა ლამარა ღვინერია ფერმწერი იყო, მამა იური (დავით) ვაჩეიშვილი _ მოქანდაკე. მალხაზი მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად ხშირად სტუმრობდა თავის მშობლიურ სოფელს _ კოხნარს.

"თითქმის მთელი ბავშვობა სოფელში გავატარეთ. ძალიან გვიყვარდა აქ ყოფნა. მალხაზი ჭკვიანი ბავშვი იყო. ყველაფერი აინტერესებდა და იმას, რაც აინტერესებდა, სწავლობდა. მან მასწავლა ხატვა, ჭადრაკი, ორთაბრძოლა.

ასე ვიტყოდი _ მამამ შემქმნა, დედამ გამაჩინა, ძმამ აღმზარდა და შემდეგ დედის, მამის და ძმის მეთოდით აღვზარდე შვილები და აღიზარდა ჩემი უფროსი შვილიშვილი, რომელიც უმცროს შვილზე 5 წლით პატარაა", _ ამბობს მალხაზის და, ქალბატონი მანანა ვაჩეიშვილი და ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს ძმას უმადლის.

"ოთხი ცხოვრება მაქვს გავლილი, პირველი ცხოვრება ბავშვობაა, თავისი სილაღით, უდარდელობით; მეორე _ ჭადრაკია, მისი იდუმალი სამყარო; მესამე _ ხატვის, შემოქმედების სამყაროა; მეოთხე _ განვლილი წლების შეჯამებაა _ რომელსაც თავს ვუყრი პუბლიცისტურ წერილთა ციკლში "მზით დაისრულნი". ჩემი ოთხივე ცხოვრება ძმასთან მიდის, მას უკავშირდება, რადგან მალხაზმა დამისახა ცხოვრების არსი, მიზანი", _ ამბობს გმირის და.

სტუდენტობა

მალხაზმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის 58-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც  სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. პარალელურად კი კონორეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. როგორც თავის მოგონებებში ამბობს, სტუდენტობა მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა _ "უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ"...

მალხაზი იყო თსუ-ის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე, რაგბიში. 1979 წლიდან კი შევიდა თსუ-ს ალპკლუბში. მონაწილეობდა ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე, სპორტსმენების მომზადებაში.

ომამდე

ნაყოფიერი და შემოქმედებითი იყო მალხაზ ვაჩეიშვილის სტუდენტობის შემდგომი ცხოვრებაც. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში. 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად აირჩიეს, შემდეგ ამავე ფირმაში პრეზიდენტად ინიშნება. 1991 წლიდან იყო მრავალდარგობრივი ფირმა "ფირალის" გამგეობის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში. იყო ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მალხაზი 1989 წელს კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული იყო "ცისფერყანწელთა" ორდენის წევრად. 1991 წელს გაზეთ "რუბიკონში" გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი, რითაც უწყვეტი გახადა "ცისფერყანწელთა" ორდენი. "და ეს ორდენი იარსებებს მანამ, სანამ საქართველოში იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი მგოსანი თავისუფლების წყურვილით", _ ვკითხულობთ ცისფერყანწელთა მანიფესტში.

მალხაზ ვაჩეიშვილი  წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, სცენარს მუნჯი და ხმოვანი ფილმებისთვის. კინოკამერითაც ცდილობდა გამოეხატა თავისი მრწამსი. აკეთებდა ჩანაწერებს. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.

მალხაზმა შეკრიბა მთასვლელთა მაშველი ჯგუფი "ედელვაისი", რომელიც შემდეგ ქართველ მაშველთა დაზვერვის მოიერიშე ჯგუფად ჩამოყალიბდა.

ომში

"დედი, მამი, წავედი. ღმერთია ჩვენთან. დედი, ილოცე საქართველოსთვის. სანთელი იოანე ნათლისმცემელში ამინთე, სადაც მოვინათლე", _ მალხაზის ეს მინაწერი დედამ დავითის ფსალმუნზე ნახა.

მალხაზი მის მიერ ჩამოყალიბებულ  მთასვლელ მაშველ ჯგუფთან ერთად აფხაზეთის ომის პირველი დღიდანვე ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. თავის ჯგუფთან ერთად დაიხსნა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ცხედარი. იგი იბრძოდა ოჩამჩირეში, ტამიშში, ბესლახუბაში, ოხურეიში, ილორში, ცაგერში. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას, მაშინ, როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა, გმირულად დაიღუპა. პატრიარქის სულიერი შვილი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს...

 დარჩა დაუმთავრებელი მისი ცხოვრების წიგნი, ლექსები, ჟანრული თუ ლირიკული სცენები, მონოლოგები, ჩანახატები, რომელთა უმეტესობას მხოლოდ საკუთარ "მეს" ანდობდა...

ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით აღინიშნა მალხაზის თავგანწირვა...

შემდეგ...

"თავდაცვის სამინისტროსგან ოჯახს დაენიშნა კონპესაცია 101 ლარი, რომელსაც  დედაჩემი იღებდა. დედას ჰქონდა  პედაგოგის პენსია. ასევე, ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და განკუთვნილი ფულადი დახმარებაც ეძლეოდა. დედას შემოსავლის წყაროს, სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა, რომელიც 2007 წლის 14 დეკემბრის შემდეგ აღარ აუღია", _ გვიყვება ქალბატონი მანანა, მალხაზ ვაჩეიშვილის და. 

შვილმკვდარი დედა ამბის გასარკვევად სოციალურ სააგენტოში წავიდა, სადაც, როგორც გმირის და გვიყვება, მუქარით დააწერინეს თანხმობა პენსიის 50%-ის დაკავების თაობაზე. "დაემუქრნენ, თუ მეუღლის გარდაცვალების ცნობას არ მიიტანდა, მომდევნო თვეშიც პენსიიდან ვერცერთ თეთრს ვერ მიიღებდა", _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ამის შემდეგ საპენსიო საქმეში ჩვენი რესპონდენტი ჩაერთო. მან არ მიიტანა მამის გარდაცვალების ცნობა, რადგან მიიჩნია, რომ ამის საჭიროება არ იყო.

"მართლაც, მომდევნო თვეში დედას არ აუღია არც ერთი თეთრი. საპენსიო  საქმის ნახვა მხოლოდ რამდენიმე განცხადებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქმეში აღმოჩნდა მხოლოდ 2 ვითომდა საბუთი. მესამე საბუთად მიიჩნეოდა ის ხელნაწერი, რომელიც დედას მუქარით დააწერინეს. გვაიძულებდნენ, რომ მიგვეტანა მამას გარდაცვალების ცნობა, რომ თავიანთი ყალბი საბუთები გაემართლებინათ. ნამდვილი საბუთები საპენსიო საქმიდან, ფაქტობრივად, ამოღებული იყო", _ გვიყვება ქალბატონი მანანა.

აღნიშნული საქმის თაობაზე გმირის ოჯახმა რამდენჯერმე განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მაშინდელი მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის სახელზე უამრავი განცხადებაა დაწერილი. პასუხი, როგორც მანანა ვაჩეიშვილი ამბობს, ყოველთვის ერთი და იგივე იყო _  "განვიხილავთ და შედეგს გაგაგებინებთ".

ქალბატონმა მანანამ ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურასაც მიმართა საჩივრით, რომელშიც, როგორც თავად გვიყვება,  ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ "საქმეში არსებული საბუთები ყალბია, რომლებიც 2008 წლის თებერვალში დაიწერა და არა 1997 წელს".

პროკურატურის მიერ დაინიშნა გრაფიკული და ქიმიური ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა ხელმოწერის ნამდვილობის, ასევე, შესრულების ვადის დადგენა.

"მაგრამ ექსპერტმა უარი განაცხადა ხელმოწერის ნიმუშის ვადის დადგენაზე იმ არგუმენტით, რომ არ გააჩნდათ სათანადო სამეცნიერო მეთოდი. ფაქტობრივად, უკანონოდ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

2009 წლის 9 იანვარს  პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც ოფიციალურად გვატყობინებდნენ გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მას შემდეგ რამდენჯერმე მოვითხოვე სოციალური სააგენტოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლება, მაგრამ ამაოდ", _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი.

აღნიშნული საქმე ნომრით 33/92 დევს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, თბილისის მერიამ ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა 1200კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, ოჯახი მხოლოდ  600კვ.მ ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ მიუხედავად საპატრიარქოს შუამდგომლობისა, მიწას ვერ იბრუნებენ.

რამდენიმე წელში შვილმკვდარი დედა გარდაიცვალა. გმირის და "ვაჩე უმცროსი" კი დედისთვის მიცემული პირობის შესრულებას დღემდე ცდილობს.

"მოგეხსენებათ, მე მხატვარი ვარ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით "მარხვაზე" ვარ და არაფერს შევქმნი მანამ, სანამ სიმართლე არ იზეიმებს, დედას დანაპირებს არ შევუსრულებ და მას არ დავიბრუნებ, რაც შვილმკვდარ მოხუცს წაართვეს", _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი...

დღეს

სოფელი კოხნარი... სოფლის შუაგულში ძველი, ორსართულიანი, საცხოვრებლად საშიში ოდა-სახლი; სიძველისგან და ქარისგან მთლიანად დაზიანებული სახლის სახურავი; სახურავიდან ჩამონადენი წყლისგან დაზიანებული ჭერი, იატაკი, კედლები, ჩაქცეული კიბე... _ დღეს ასე გამოიყურება აფხაზეთის ომის გმირის მალხაზ ("ვაჩე") ვაჩეიშვილის სახლ-კარი, რომელსაც მანანა ვაჩეიშვილი რუდუნებით უვლის და უფრთხილდება.

_ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სახლში. რამდენჯერმე მივმართე მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით. ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში ვითხოვეთ მხარში ამოდგომოდნენ გმირის ოჯახს, მაგრამ ამაოდ...   

მანანა ვაჩეიშვილმა, იმედით, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შეიტანა. მას სამშენებლო მასალისთვის 1500 ლარიც გამოუყვეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული თანხა სახლის შესაკეთებლად არასაკმარისი იყო.

ქალბატონმა მანანამ მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას სახელზე, დახმარების თხოვნით ბოლოს განცხადება 2017 წლის 8 სექტემბერს დაწერა, პასუხად კი შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: "2015 წლის ბიუჯეტიდან საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყო ერთჯერადი ფულადი დახმარება 1500 ლარი. ამავე დროს განგიმარტავთ, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან და აღნიშნული სახის დახმარება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე,  წელს თქვენს თხოვნას განმეორებითი ფულადი დახმარების თაობაზე, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილებთ", _ წერილს ხელს გამგებლის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერდა.

_ არ მინდა სახელ-გვარები ჩამოვთვალო, ვისაც დაეხმარნენ, თუნდაც ჩვენს სოფელში. ნუთუ, მათ ამ ოჯახზე მეტად სჭირდებოდათ ხელისუფლებისგან მხარში დგომა? 1500 ლარი როგორ მეკმარა დაზიანებული და, როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, "საცხოვრებლად საშიში" სახლის შესაკეთებლად? _  კითხულობს ქალბატონი მანანა, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან კვლავ ელის გმირის ოჯახის სათანადოდ დაფასებას.

"მჯერა, მუნიციპალიტეტის კომპეტენტური პირები, ვისაც ხელეწიფებათ, გონივრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას; მჯერა, რომ დააფასებენ "ვაჩეს" და სიყვარული, ღირსება გაიმარჯვებს; მჯერა, რომ მეხდაცემულ ხეზე ვარდი ხარობს", _ ამბობს "ვაჩე უმცროსი".



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 29.11.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0