სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შუბითიძე სია

მარნეული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული

მარნეული მებრძოლთა სია 1990-იანი წლიდან გადადი ლინკზე

მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგულია სამაჩაბლოში ცხოვრობდა მარნეულში კაპრალი




სახლში გამაგრებული ქართველი ჯარისკაცები მტერს ჩაბარებაზე არ დათანხმდნენ


სამი შვილი გაზარდეს ავთანდილ და ლილი შუბითიძეებმა, ერთი ვაჟი და ორი ქალი. შვილებს წესიერებისა და პატიოსნების მაგალითს აძლევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერაც გაჭირვებიათ, მაინც ბედნიერები იყვნენ. ვაჟმა ბავშვობიდან ჯარისკაცობა მოინდომა. ხელი არ შეუშლიათ მშობლებს. გავიდა წლები და იგი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა, საიდანაც მისმა სახელმა მემორიალის კედელზე გადაინაცვლა. ასე დარჩა სამუდამო ჯარისკაცად მამუკა შუბითიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, რომელსაც ზურგი არ უჩვენებია მტრისათვის და თანამებრძოლებთან ერთად ბოლო ამოსუნთქვამდე ებრძოდა. იქ კიდეც რომ არ ყოფილიყო, სახლში მაინც არ გაჩერდებოდა, ისეთი ბავშვი იყო, რომ არ დაიმალებოდაო, - სიამაყით ამბობს დედა და მზერა მონატრებული შვილის ფოტოზე გადააქვს.


„კობრას“ ეკიპაჟის ტრაგედია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პირველსავე დღეს - 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, სტალინის ქუჩის 62 ნომერთან დატრიალდა. შსს-ს განსაკუთრებული დანიშნულების მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს პირველი ასეულის N 307 „კობრას“ ეკიპაჟმა, ექვსი კაცის შემადგენლობით, მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. ლაშა თევზაძე, ირაკლი აბრამაშვილი, მამუკა შუბითიძე, გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი ძირტკბილაშვილი და ზურაბ ბიბილური ბრძოლის ველზე დარჩნენ. ექვსივე ჯარისკაცი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთ - ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.


მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ცხინვალიდან გამოსული ქართველი მეომრები უკან ჩარჩენილი 17 ქართველი ჯარისკაცის გამოსაყვანად მესამედ შებრუნდნენ. სტალინის ქუჩაზე მათ ჯავშანმანქანას უკანა ნაწილში ჭურვი მოხვდა. საბურავი მოძვრა და ამოტრიალდა. ბიჭები მანქანიდან გადმოხტნენ, დაჭრილ მეგობარს მხარში ამოუდგნენ და იქვე მდგარ სახლს თავი შეაფარეს. ამის შემდეგ ისინი მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ.


„კობრას“ ქართული ეკიპაჟის სიმამაცესა და თავგანწირვაზე რუსული მედიაც ალაპარაკდა. რამდენიმე თვეში ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა forums.airbase.ru-ზე შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა: „მაქვს სრული აღწერილობა იმისა, თუ რა მოხდა იქ. ფოტოები კი მთლიანად ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნი „рпг-7“ და არა ტყვიები. შსს სპეცრაზმი... „კობრას“ მოხვდა ორი ჭურვი. ერთი - საბურავში, მეორე კი - პირდაპირ. მანქანა გადაბრუნდა. გაიხვრიტა ჯავშნის ცხვირი, მძიმედ დაიჭრა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ჭურვის ნამსხვრევმა გახვრიტა სკამი, მძღოლის საფარი მინა და გამოფრინდა გარეთ. გააპო მანქანის წინა ნაწილიც. მეომრებმა გადმოიყვანეს დაჭრილი და თავი აფეთქებულ მანაქანასთან ახლომდებარე სახლს შეაფარეს. მოწინააღმდეგემ სახლს ალყა შემოარტყა და მათ ჩაბარება შესთავაზა. ქართველები არ დათანხმდნენ, როგორც ჩანს, დახმარების იმედი ჰქონდათ. ერთი საათის განმავლობაში ისმოდა რაციაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ისინი დახმარებას. მოკლედ, შტურმის შემდეგ შენობა დაიწვა. ერთი ქართველი ცეცხლმოკიდებული სახლიდან სახურავზე აძვრა და შესასვლელისკენ ისროდა. იგი იქვე დაიღუპა. დაიღუპა დანარჩენი ხუთიც“.


ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც „კობრას“ ბიჭების ტრაგედიას გადმოსცემს. მამუკა შუბითიძე ერთ-ერთია „კობრას“ ეკიპაჟის წევრთაგან. მისი ცხედარი ერთი წლის შემდეგ იქნა იდენტიფიცირებული. ჯარისკაცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს, თუმცა დედას პატარა ეჭვი მაინც უღრღნის გულს...


მამუკა შუბითიძე 1984 წლის 26 აპრილს დაიბადა მარნეულის რაიონში, სოფელ ორჯონიკიძეში, ახლანდელ საიმერლოში.


ლილი შუბითიძე, მამუკას დედა: „ძალიან კარგი ბავშვი იყო, წყნარი და კეთილი. მეგობრისთვის დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. ზედმეტი არაფერი ვარგა-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე. იმდენად კეთილი იყო, თავად რომ გაჭირვებული ყოფილიყო, სხვას მაინც დაეხმარებოდა. ბავშვობიდან იტაცებდა სპორტი, განსაკუთრებით, ფეხბურთი და დადიოდა კიდეც. უნდოდა, სერიოზულად გაჰყოლოდა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო ხელი ვერ შევუწყვეთ. როდესაც სოფლებში უბნებს შორის შეჯიბრი იმართებოდა, ყველას უნდოდა, მამუკას მის გუნდში ეთამაშა. მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. არანაირ შრომას არ თაკილობდა. ჩვენს გვერდით ფიზიკურად შრომობდა და მიწის დამუშავებაშიც გვეხმარებოდა. ჯარისკაცობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სურვილი შეისრულა და თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. მესამე კურსი რომ დაამთავრა, აკადემიაც დაიხურა. ძალიან დაწყდა გული. ამის შემდეგ 6-7 თვე გორში, სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში გადავიდა. ერთი წელი სპეცრაზმში იყო“.


ომის დაწყებმდე მამუკა კოდორში იყო მივლინებული. იქიდან კი პირდაპირ ომში უკრეს თავი. ომში რომ მიდიდოდა, მამას გაუმხილა და გააფრთხილა, დედისთვის არაფერი ეთქვა.


ლილი შუბითიძე: „ახალი მისული იყო, აგვისტოში ექვსი თვე უხდებოდა. ივლისის თვეში კოდორში წაიყვანეს, ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ თვეზე მეტი გააჩერეს, იქიდან პირდაპირ ომში წაუყვანიათ. ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. მითხრა, ჩვენ არ გაგვიყვანენ, შეიძლება, ტელეფონები გაგვითიშონ და არ ინერვიულოო. ცხინვალში მესამედ შებრუნებულან. დაჭრილი ბიჭები ყოფილან დარჩენილები თავიანთი მეთაურიანა, შველას ითხოვდნენ თურმე, არ ევალებოდათ, მაგრამ საშველად მაინც შევიდნენ. ვიღაცას უთქვამს, ცხინვალი რუსებით გაივსო და აღარ შეხვიდეთო. აბა, ბიჭები შიგნით დავტოვოთო?! - აღშფოთებულან. ისინი კი გამოიყვანეს, მაგრამ თვითონ შიგნით დარჩნენ, თურმე სნაიპერები ესროდნენ. ამათი მანქანა ბოლოში ყოფილა. როგორც ამბობენ, 8 აგვისტოს, დილის 11 საათზე მომხდარა ეს ამბავი, მაგთის ოფისიდან დანარეკები ამოვიღეთ. იქ ჩანს, რომ ჩემი შვილის ტელეფონის ნომრიდან საღამოს შველას ითხოვდნენ ბიჭები. ამხანაგებს ურეკავდნენ, აქ ვართ და გვიშველეთო. თუ დაწყდნენ, საიდან იყო ეს ზარები?! 8-ში რომ აღარ გვპასუხობდა, ძებნა დავიწყეთ. მკვდარი მაინც არ დაგვეკარგოსო, მიცვალებულებშიც ვეძებეთ. სამ-ოთხ დღეში კიდეც გვითხრეს, ეს ბიჭები ცხინვალში დაიხოცნენო. მათთან ერთად გორელი აბრამაშვილი იყო, მისებმა სურათებიც კი გამოიტანეს ცხინვალიდან. სურათზე ჩანს, რომ „კობრას“ საბურავი ჰქონდა მოწყვეტილი და იგი შემდეგ მოსკოვში წაიყვანეს.


ადგილობრივებმა გვითხრეს, მანქანიდან გადმოსული ბიჭები ერთმანეთის დახმარებით სახლში შევიდნენო. იმ ღამეს იქ დარჩნენ, მეორე დღეს კი გაიყვანეს, მკვდრები იქ არავინ გვინახავსო. არც ჩემი შვილი უნახავს არავის მკვდარი. ერთი წლის შემდეგ დეენემის პასუხი მოვიდა, თითქოს ჩემი შვილის დეენემს დაემთხვა და მუხათგვერდში დაასაფლავეს. რა დაგიმალოთ და ერთი პროცენტი იმედი მაინც მაქვს, რომ ცოცხალია. მანამდე უცხოეთიდან ზარები შემოდიოდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ამის შესახებ როგორც კი განვაცხადეთ, მეორე დღესვე დაიბლოკა ტელეფონის ნომრები, რა მოხდა, არაფერი ვიცი“. გვიყვება დედა, რომელსაც გულის სიღრმეში პატარა იმედი მაინც აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალია. თუმცა 11 წელიწადი ის დროა, რომელსაც ყოველგვარ ეჭვზე უნდა გაეცა პასუხი. ამიტომ, ძნელია, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო დედას. ღმერთმა ჰქნას, დედის წინათგრძნობა გამართლდეს, მანამდე კი იმის თქმა შეიძლება, რომ მამუკა შუბითიძე, თავის ხუთ თანამებრძოლთან ერთად, უკვდავია და ეს უკვდავება იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველო იარსებებს.

ზაირა მიქატაძე ჟურნალი "მეციხოვნე

ითამაშრომლა მაია შუბითიძემ და

ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია


ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი


მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული


გიორგი მარსაგიშვილი 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ზემო ქედი დედოფლისწყარო წარმ. სტეფანწმიდა (ყაზბეგი)


გიორგი ძირტკბილაშვილი 1980-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. აგარა ქარელი


ზურა ბიბილური 1987-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქვემო არცევი გორი

ინფორმაცია მოგვაწოდა კობა ბოჭოიძე ომარის ძე დაბადებულია ქ. მარნეულში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.06.2021
ბოლო რედაქტირება 07.12.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0