სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
შსს ჯარი, თანამშრომლები
თეიმურაზ თემურის ძე თევდორაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ თემურის ძე თევდორაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

შსს ჯარი, თანამშრომლები

გვარი თევდორაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

თეიმურაზ თემურის ძე თევდორაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

თეიმურაზ თემურის ძე თევდორაძე დაიბადა 13 მარტი 1971 წელს თბილისში,  გარდაიცვალა 03 აპრილი 1993 წელს სოხუმი 



ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი

ავტორი ნუგზარ ქებურია„ მხეცებთან ჭიდილი - 2 “ თეიმურაზ თევდორაძე   აფხაზეთი. შრომა. 1993 წ. 

       აპრილის მზიანი დღე იდგა.  ირგვლივ გაზაფხულის იერი დაჰკრავდა ყველაფერს. შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის ოცკაციანი ჯგუფი, ახალგაზრდა ოფიცრის, თბილისელი თემურ თევდორაძის მეთაურობით  ახალი პოზიციების დასაკავებლად გაემართა სოფელ შრომაში,   სადაც დაბანაკებული იყო ბატალიონის მეორე ჯგუფი.  ტყეში სასიამოვნო ნიავი ქროდა. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ. არსად ეჩქარებოდათ, მათი   დაღლილი სახეები და დაწითლებული თვალები იმას მოწმობდა, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუხდათ 15-16 მარტს რუსი ოკუპანტებისა და მათი დაქირავებული ავაზაკების მოგერიებისათვის. ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ უცნობ სოფელს. ავლაბრელ ბიჭს, თემურ თევდორაძეს შრომა ძლიერ მოეწონა, თუმცა ბევრი სახლი დანგრეული და გადამწვარი იყო სულ ახლახან გადატანილი ბრძოლების შედეგად.


    თემური ავლაბრელი იყო, იგი ომამდე გატაცებული იყო ხეზე მხატვრობით, პოეზიით, სპორტით, მაგრამ... მეგობრების თქმით, სამშობლოს პირველსავე დაძახებაზე უყოყმანოდ წავიდა ომში. მან თავის  მეგობრებთან ერთად დიდი გულისტკივილით დატოვა ავლაბარი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც მისთვის ნაცნობი და ძვირფასი იყო ყოველი ქუჩა, ყოველი სახლი.

 ღიმილით მოუთხრობდა ბიჭებს თავისი ომისშემდგომი გეგმების შესახებ. უდარდელად მიდიოდნენ დანიშნულ ადგილამდე.

            თემური განსაკუთრებით დაუმეგობრდა ადგილობრივ მებრძოლ ბიჭს, მეტსახელად „ სვანს “. ის იყო ნამდვილი მეგობარი - უშიშარი მებრძოლი, ენამჭრელი, მხიარული და საკმაოდ განათლებული. „სვანი“ უამბობდა ბიჭებს, როგორ ცხოვრობდნენ აფხაზებთან ერთად ომამდე, როგორ შეხვდნენ ომის დაწყებას, ალყაში მყოფნი როგორ იგერიებდნენ რუსი ოკუპანტებისა და მათი დაქირავებული ავაზაკების შემოტევებს.                                                       

 - ტყვია-წამალი რომ არ გამოგვლეოდა, რუსი ოკუპანტები ცხვირს ვერ შემოჰყოფდნენ ჩვენს სოფელში, - ხელების კომიკური მოძრაობით ამბობდა ადგილობრივი ბიჭი, - ყოველთვის საჭირო დროს არ გვყოფნიდა ხელყუმბარები და ავტომატის ვაზნები, თორემ ნახავდით მათ სეირს...


          - ნუ შიშობ, ძმაო, ცოტა მოიცადე, მალე შენს სოფელს გავანთავისუფლებთ და შეტევაზეც გადავალთ...- დააიმედა თემურმა მეგობარი და ბატალიონის მებრძოლებს გახედა, ისინი უხმოდ მიაბოტებდნენ ოღრო-ჩოღრო გზაზე. თბილისელმა თვალები მოწკურა, თვალწინ წარმოუდგა მშობლიური ავლბრის ლამაზი ხედები, დედ-მამის,  პატარა, ხუთი წლის დის მუდამ მხიარული სახე...                                                     

 -  რუსი ოკუპანტები დარწმუნებული იყვნენ, რომ 15-16 მარტის ბრძოლების დროს, ჩვენი, თითქმის მოხალისეთა ჯგუებისგან შემდგარი ბატალიონები ვერ შეძლებდნენ მათი სარდლობის მიერ მეტად საიდუმლოდ და გულმოდგინედ მომზადებულ სადესანტო ნაწილების მოგერიებას მდინარე გუმისთის შვიდ თუ რვა კილომეტრიან მონაკვეთზე, მაგრამ მათი ბარბაროსული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ქართველთა გამოუცდელი და მოუმზადებელი მოხალისებისგან შემდგარ ბატალიონებისათვის ყოველი მხრიდან შეეტიათ, მარწუხებში მოექციათ და დაუნდობლად ამოეხოცათ, არ გამოუვიდათ, რადგან ერთ მუშტად ვიყავით შეკრული ყველა. სანამ ერთად ვიქნებით, მტერი ვერასოდეს ვერ დაგვამარცხებს ბიჭებო...

         ამის თქმა და სოფლიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ტყეში, რუსებმა კბილებამდე შეიარაღებული სადესანტო მოიერიშე რაზმი  ჩამოსხეს. შინაგანი ჯარის ბატალიონის მებრძოლები ორად გაიყო, ერთმა ნაწილმა ადგილობრივი ბიჭის, „სვანის“ მეთაურობით კამანისკენ გადასასვლელ გზაზე საცეცხლე პოზიციები დაიკავა, ხოლო მეორე ნაწილი თემურ თევდორაძის მეთაურობით სწრაფად, თითქმის სირბილით გაემართა იმ ადგილისაკენ სადაც ოკუპანტებმა დესანტი ჩამოყარა. წინ თემური მიდიოდა უკან ბატალიონის ათამდე ავტომატებით, ხელყუმბარებითა და ორი ტყვიამფრქვევით შეიარაღებული მებრძოლები მისდევდნენ.


         ცოტა მომზადების შემდეგ თემური და მისი მეგობრები, გვიმრის მწვანე ფოთლებით კარგად შენიღბულები უხმაუროდ მიხოხავდნენ ზევით, შემაღლებულ ადგილზე  და სამხედრო დურბინდით უთვალთვალებდნენ მტრის მედესანტეებს...მათ პოზიციამდე ორასიოდე მეტრი რომ დარჩა, ბიჭები ბრძოლისათვის მოემზადნენ, მაგრამ მათდა გასაოცრად, მტერი ხმას არ იღებდა, ეტყობა ვერ შეამჩნიეს მხოხავი შენიღბული ჯგუფი.                                                

        ქართველები ფრთხილად უახლოვდებოდნენ მათ პოზიციას, ყოველ წამში მოსალოდნელი იყო ავაზაკების მხრიდან ცეცხლის გახსნა, მაგრამ ისე ახლოს მიხოხდნენ, უკვე გვიანი იყო მტრისგან რაიმეს მოქმედება. შინაგანი ჯარის ბატალიონის მებრძოლებმა, ლეიტენანტ თემურ თევდორაძის მეთაურობით ელვის უსწრაფესად შეძლეს რუსი ოკუპანტების ბუნაგის აღება და ზუსტი ცეცხლით მათი განადგურება... მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, სოფელი შრომა გუდაუთის ბომბორას აეროდრომიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული, ხანდახან სოფლის თავზე, უღრუბლო ცაში გამოჩნდებოდნენ რუსული მოიერიშე თვითმფრინავები, უბოდიშოდ იწყებდნენ პიკირებას და ჭურვების ჩამოყრას. ამჟამადაც ასე მოხდა, სუ-25 მოიერიშეს გამოჩენა და ჰაერიდან შემოტევა ერთი იყო, მაგრამ შინაგანი ჯარის  მებრძოლები არ დაიბნენ, ჯგუფის მეთაური თემურ თევდორაძემ და ორმა მეტყვიამფრქვევემ,  მედგრად დაუშინეს ცეცხლი რუსულ მოიერიშეს, მაგრამ მიზანში ვერა და ვერ  მოახვედრეს. სამაგიეროდ რუსი მფრინავი ზემოდან კარგად ხედავდა ქართველ მებრძოლთა ჯგუფის მოძრაობას და გამეტებით უშენდა მათ ჭურვებს. უთანასწორო ორთაბრძოლა მცირე ხანს გაგრძელდა, მაგრამ ამ საჰაერო ყაჩაღობას რამდენიმე ქართველი მებრძოლი შეეწირა...

          - გავიდეთ აქედან, სწრაფად! - შეუძახა ახალგაზრდა ოფიცერმა ცოცხლად  გადარჩენილებს და  შვიდკაციან ჯგუფთან ერთად განაგრძო ბრძოლა  სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეომრებთან ერთად, რომელნიც  აწარმოებდნენ რუსი ოკუპანტებისგან სოფლის ტერიტორიის გაწმენდას...  მაგრამ აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ, რომელიც სამხედრო პოლიციის ჯგუფს დარაჯობდა, ამ მომენტით ისარგებლა და სოფლის შესასვლელთან შინაგანი ჯარის ბატალიონის მცირე  ჯგუფს ჩაუსაფრდა, გზა გადაუკეტა... გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან რამდენიმე შინაგანი ჯარის მებრძოლი დაიღუპა და და თითქმის ყველა დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო ახალგაზრდა ოფიცერი თემურ თევდორაძე... 

                                       

მძიმედ დაჭრლ ახალგაზრდა ოფიცერს მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მიაგნეს შინაგანი ჯარის მეორე ჯგუფის მებრძოლებმა. მტრის ბოევიკებს ახლო მანძილიდან დაეცხრილათ სპორტული აღნაგობის ოცდაორიოდე წლის თბილისელი ბიჭი, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა რამდენიმე ხნით მაინც გაეგრძელებინათ სიცოცხლე. მებრძოლი ბიჭის ახალგაზრდა ორგანიზმი და მტკიცე ნებისყოფა შეუპოვრად ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან სისხლისაგან იცლებოდა და გონებას კარგავდა...            იგი მთელი ომის განმავლობაში  გმირულად იბრძოდა აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების გასანთავისუფლებლად, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 15-16 მარტის ბრძოლების დროს...

  თემურ თევდორაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით!


ზურაბ ჯაჭვაძე 1958-93 წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი













დედა ლილი თევდორაძე (ნუცუბიძე) დაბადებულია 29 ივლისი 1951 წელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2022
ბოლო რედაქტირება 05.06.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0