თუ ვინმეს გაქვთ ფოტოები მოგვაწოდეთ.
400 დაღუპული მებრძოლის სია; არმია, სახალხო გვარდია, მოხალისეები
150 მეტი საქართველოს ბრძოლა იხილეთ მეტი
1918 წლის 26 მაისს დან დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი(ბოლშევიკები ლენინი იდეოლოგიურად, ტროცკი წითელი არმია), დენიკინის თეთრი არმია, თურქეთი, სომხეთი, ადგილობრივი კომუნისტები, პროთურქულად განწყობილი ისლამისტები, აფსუა და ოსი კომუნისტ-სეპარატისტები. ამ ძალების წინააღმდეგ იბრძოდა შეიარაღებული ძალების ორი სახეობა: სავალდებულო-გაწვევითი რეგულარული არმია (13 ქვეითი ბატალიონი) და მოხალისეთაგან დაკომპლექტებული, კადრირებული სახალხო გვარდია (19 ქვეითი ბატალიონი), საჭიროებისამებრ იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებული მოხალისეთა დანაყოფები (ქართული ლეგიონი, მთიულების რაზმი, ქართველ მუსლიმთა ესკადრონი, აფხაზების ცხენოსანი რაზმი, პარტიული დანაყოფები და ა.შ.), ჯამში დაახლ. 25.000 წინა ხაზზე მებრძოლი.
1917 წ. – რუსეთის არმიის სამხრეთის ფრონტის ჯარების გარიდება საქართველოდან, შამქორის ბრძოლა, ეთნიკურ-რელიგიური შეტაკებები მესხეთში, არსენა-ლის საარტილერიო საწყობების დაკავება სახალხო გვარდიის მიერ.
1918 წ. – რუსეთის იმპერიის არმიის „ქართული კორპუსის“ პოლკების განიარაღების ოპერაციები თელავში, გორში, ქუთაისში და დუშეთში. ეთნიკური კონფლიქტის დაწყება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი ოსების აჯანყების ჩახშობა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის ოკუპაცია თურქების მიერ, ანარიის ფორტის ბრძოლა; ბრძოლა აფსუა და რუს კომუნისტებთან სოხუმის ოლქში (I ფაზა), კომუნისტი აჯანყებულების განადგურების ოპერაცია სამეგრელოში და ზემო იმერეთში; ჩოლოქის ბრძოლა, ოზურგეთის შტურმი, აწყურის ბრძოლა; ქართული და გერმანული არმიების ერთობლივი ოპერაცია ქვემო ქართლში ისლამისტების წინააღმდეგ, ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილი ქართველი და რუსი კომუნისტების განადგურება დუშეთის მაზრაში, აფხაზეთის განთავისუფლება (II ფაზა) და სოჭი-ტუაპსეს ოპერაცია, მესხეთის განთავისუფლება თურქი ოკუპანტებისგან, სომხეთ-საქართველოს ომი.
1919 წ. – სოფელ დაგეთ ხაჩინში სომხების მსხვილი ბანდის ლიკვიდაცია, დენიკინის არმიის მიერ სოჭის გარნიზონის დატყვევება და გაგრის აღება, სახალხო გვარდიის მიერ დენიკინის არმიის გაგრის დაჯგუფების განადგურება, კომუნისტების გამოსვლების ჩახშობა დუშეთსა და კახეთში. სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა და ქ. არდაგანის განთავისუფლება, სომხური სოფლების განიარაღება აფხაზეთში.
1920 წ. – თეთრგვარდიელთა ე.წ. „ერდელის ჯგუფის“ განიარაღების ოპერაცია ყაზბეგის რაიონში, კომუნისტების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე, რუსეთის წითელი არმიის პირველი თავდასხმა საქართველოზე – აზერბაიჯანის ფრონტი; ბოლშევიკი ოსების აჯანყების სრული ჩახშობა ქართლში; აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ოპერაცია. ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში ისლამისტების წინააღმდეგ. ლაგოდეხში დისლოცირებული IV პოლკის გაკომუ-ნისტებული ნაწილის განიარაღების ოპერაცია. თეთრგვარდიელთა ფლოტის რეიდი გაგრის რაიონში ე.წ. „ფოსტიკოვის არმიის“ გამოსახსნელად.
1921 წ. – რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება.
ერთი საუკუნის შემდეგ მოგვაწვდინეს ბრძოლის ველიდან ხმა … აი ისინიც, 400 გმირი …
აბაიძე ნიკოლოზ 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლაში სომხეთთან ომში
აბაშიძე ახმედ ბეგ 1919 ფოცხოვის ბეგი მოკლეს პროთურქმა ისლამისტებმა ქართული ორიენტაციისთვის შვილთან ერთად
აბაშიძე დავით 18.02.1921 შულავერის სანაპირო რაზმი ლეიტენანტი დაიღუპა სოღანლუღის სადგურთან წითელარმიელებთან ხელჩართულ შეტაკებაში ხიშტის ჭრილობით. დაკრძალეს 22 თებერვალს თბილისში იოანე ღვთისმეტყველის სასაფლაოზე
აბაშიძე პავლე 06.1918 თბილისის სახალხო გვარდია
აბაშიძე სიმონ 03.1918 არმიის II პოლკი. რიგითი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას
აბჟანდაძე იოველ 11.09.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონი. ოფიცერი ტყვედ ჩაიგდეს ოსებმა და წამებით მოკლეს.
აბულაძე 09.12.1918 თბილისი სადარაჯო ათასეული დაიღუპა სანაინის მიდამოებში სომხეთთან ომში
აბულაძე გრიგოლ 05.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში კომუნისტებთან ბრძოლაში თბილისის ტრამვაის დეპოს მუშა. დაკრძალეს ს. დილიკაურში, ზესტაფონი.
აბულაძე ლუკა 09.12.1918 არმია. კორნეტი დაიღუპა სომხებთან შეტაკებისას ს. უზუნლართან
აბულაძე ლუკა 09.12.1918 ცხენოსანი რაზმის კორნეტი დაიღუპა სადგურ სანაინთან ახლოს სომხებთან შეტაკებაში
აკოფაშვილი შავადი 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში
ალბრეხტი წითელი არმია ხაშური, 15.05.1920 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე, დაკრძალეს ხაშურში 30 მაისს.
ამირაშვილი პაპო 1918 მუხრანის სახალხო გვარდია დაიღუპა ახალციხის ფრონტზე
ანანიაშვილი არჯევან 19.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის მეთაური. მაიორი დაიღუპა ტაბახმელაში არტილერიის პოზიციებთან ახლოს შორიდან ნასროლი ტყვიით.ანღულაძე იოაკიმ 13.06.1918 სახალხო გვარდია. არტილერიის მზვერავი რაზმის მეთაური დაიღუპა ისლამისტებთან შეტაკებისას ქვემო ქართლში. დაკრძალულია ს. სუფსაში.
აროშიძე იური 10.04.1918 სასაზღვრო ჯარები. ლეიტენანტი დაიღუპა ს. ვაშნარში თურქებთან შეტაკების დროს ს. ქვიანის (გურია) მკვიდრი
არჩვაძე ნიკოლოზ 12.1919 თბილისის სახალხო გვარდია დაავადდა ფრონტზე ყოფნისას. დაკრძალეს 1920 წლის 4 იანვარს კუკიის სასაფლაოზე
აფხაზავა დიომიდე 8/10.12.1918 არმიის საგუბერნიო ბატ. რიგითი დაიღუპა სომხებთან შეტაკებაში ს. ოვანდარში (ლორე)
ახვლედიანი ალექსანდრე, 19.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან მოიერიშე რუსებთან შეტაკების დროს.
ახვლედიანი, 09.01.1919 არმიის III პოლკი. ოფიცერი დაიღუპა ს. უდესთან ახლოს ისლამისტებთან შეტაკებაში
ახობაძე კოსტა 06.03.1918 წარმოშობით ს. თხმელარი. სენაკის მაზრა
ბაკურაძე შალვა 1919 თბილისის სახალხო გვარდია გარდაიცვალა სომხეთთან ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს 5 აპრილს საძმო სასაფლაოზე
ბარათაშვილი, 30.01.1919 ფედერალისტების რაზმი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე ისლამისტებთან ბრძოლაში
ბარამიძე ზინოვი 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს
ბაქანიძე სამუელ 19.03.1918 სახალხო გვარდია. ასმეთაური დაიღუპა ოს ბოლშევიკებთან შეტაკებაში ცხინვალში
ბაღათურია ვასილ 12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში
ბეგდარაშვილი იოსებ 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში. ქვემო ქართლის მკვიდრი
ბერელაშვილი იოსებ 29.12.1918 II ცხენოსანი პოლკის მოხალისე გიმნაზიის მოსწავლე დაიღუპა სომხეთთან ომში
ბერიძე იოსებ 12.1918 არმიის II საარტილერ. ბრიგადა გარდაიცვალა სომხებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს 26 დეკემბერს, პეტრე პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე თბილისში
ბერძენიშვილი ზინოვი 05.04.1918 სახ. გვარდიის საგანგებო ბატ. დაიღუპა ოჩხამურის ხიდთან თურქების შეკავების დროს
ბერძენიშვილი ალექსანდრე – სრული დროით მომსახურე სახალხო გვარდიელი გურიის ბატალიონი, ჩოხატაურის რაზმი
ბერძენიშვილი პროკოფი 03.1918 არმიის ჯარისკაცი, რიგითი დაიკარგა უგზო უკვლოს ბათუმის დაცვისას. ხაშურელი
ბეშკენაძე პალიკო 02.1921 არმიის VII ბატალიონი მოხალისე სტუდენტი სავარაუდოდ დაიღუპა სოღანლუღის ფრონტზე. წარმოშობით ქუთაისიდან
ბიბილაშვილი ზ. – დაიღუპა 1919 წელს / ქართლის II ბატალიონი
ბიჯოიანი გიორგი, 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში
ბოლქვაძე კირილე 08.04.1918 სახალხო გვარდია N4 ჯავშანმატარებლის წევრი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს
ბურჭულაძე მელქისედექ 20.06.1918 სახალხო გვარდია მოკლეს თბილისში კრიმინალებმა
ბროძელი ისაკ – თბილისის ბატალიონი, ნაძალადევის რაიონის რაზმი
გაბუნია 20.02.1921 სახ. გვარდიის ბათუმის ბატ. დაიღუპა დაბა კოჯორის განთავისუფლებისას
გაბუნია რაჟდენ 02.07.1920 არმიის IV ბატალიონი. რიგითი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში
გაგნიძე ვალერიან 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში
გალაშვილი პეტრე 15.12.1918 არმიის V პოლკი მოკლეს სადგურ აირუმთან ახლოს მდინარე დებედას მარცხენა ნაპირზე, იქვე დამარხეს სომხებმა. 1919 წლის 15 იანვარს გადამოასვენეს სადახლოს საძმო სასაფლაოზე, სადაც ჯამში 38 მებრძოლი მიაბარეს მიწას
გამრეკელაშვილი დომენტი 1918 სიღნაღის სახალხო გვარდია რაზმის უფროსი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე
გამცემლიძე არისტო, 16.06.1920 არმიის X ბატალიონი. კაპიტანი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან შეტაკებისას
გამცემლიძე ვარლამ 05.07.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ს. ხოსტას (სოჭის რაიონი) აღების დროს კომუნისტებთან ბრძოლაში
გარდაფხაძე ნესტორ 30.08.1924 სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის მეთაური. მაიორი მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. დახვრიტეს კომუნისტებმა. ნესტორ გარდაფხაძე გრიგოლის ძე (1867-1924) ქართველი გენერალი დაბ. სოფ. თეკლათი ლენტეხი
გარსევანაშვილი გიორგი, 22.06.1918 არმიის X პოლკის ჯარისკაცი დახვრიტეს კომუნისტებმა ქსნის სადგურზე
გეხტმანი გაბრიელ, 18.02.1921 მოხალისე სტუდენტი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ომში
გეჯაძე გიგო – დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე 1920 წლის 15 მაისს / გარეკახეთის ბატალიონი
გიგინეიშვილი შალვა 02.07.1920 არმიის IV პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა გოდერძის უღელტეხილზე ისლამისტებთან ბრძოლაში
გიორგაძე თედორე 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
გვარამაძე ი. – ხაშურის შტაბის წევრი. დაიღუპა 1919 წელს / ქართლის II ბატალიონი
გობეჩია ი. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
გობრონიძე იასონ 21.03.1919 გურიის სახალხო გვარდია ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო შავ ზღვაში ფოთის მახლობლად. მისი დანაყოფი ბრუნდებოდა აფხაზეთიდან.
გოგიევი ილია 03.1918 არმიის V პოლკი. ჯარისკაცი დაიკარგა უგზო უკვლოდ ბათუმის დაცვის დროს
გოგიჩაიშვილი შალვა 05.1920 ფოთის სახალხო გვარდია წითელ არმიასთან შეტაკებაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
გოგიძე ნიკოლოზ 06.1920 არმია. რიგითი დაიღუპა ხულოში ისლამისტებთან ბრძოლაში
გოგოლაური ვასო 19.02.1918 თბ. გუბერნიის მფრინავი რაზმი მოკლეს ს. წილკანში კომუნისტებმა დუშეთის აჯანყების დროს
გოგოლაშვილი ი. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
გოგოლაძე ვალერიან 12.05.1920 სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
გოგოლაძე შალვა 30-31.12. 1918 არმიის VI ბატალიონი. უფროსი ლეიტენანტი სადახლოს ბრძოლაში სომხების წინააღმდეგ. დაკრძალულია ს. ახალქალაქში (გორის რაიონი)
გოგოლაძე, 18.12.1918 არმიის VI პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში
ფოტოზე ძმები გოგუაძეები ჯავშანმატარებლის ფონზე. ზემოთ ვალოდია გოგუაძე, ქცემოთ ალფეს, ნოე და მელენტი გოგუაძეები. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გოგუაძე (გოგვაძე) ალფეს 1885-1923წწ დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი. სახალხო გვარდია ჯავშანმატარებლის მეთაური, 1921 სახალხო გვარდია ჯავშანმატარებლის მეთაური ვერაგულად მოკლეს მის სახლთან ჩასაფრებულმა კომუნისტებმა.გოგუაძე ბარნაბა 08.04.1918 სახალხო გვარდია. N4 ჯავშანმატარებლის წევრი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ. დაზიანებული ჯავშნოსნიდან ტყვიამფრქვევით იგერიებდა მოიერიშე მოწინააღმდეგეს. დაკრძალულია სოფელ ჭანჭათში (გურია).
გოდერზიშვილი ლევან 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში
გოლოლაძე პარმენ 03.1918 საციხოვნო არტილერიის მე-7 ასეული დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის ბრძოლაში. წარმოშობით ჭიათურიდან.
გომელაური მიტო 31.12.1918 დაიღუპა სადახლოს ბრძოლაში სომხეთთან ომში
გომელაური მიხეილ 12.1918 სახალხო გვარდიის მოტიციკლეტების რაზმი მძიმედ დაიჭრა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთთან ომში 19 დეკემბერს. გარდაცვალა ჭრილობებისგან. მანამდე თავი გამოიჩინა კომუნისტებთან ბრძოლაში გუდაურის შტურმის დროს 12 ივნისს, სადაც ასევე მძიმედ დაჭრეს
გორგიშელი ვლადიმერ 01.06.1920 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა აზერბაიჯანის ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან
გოჩეიშვილი შალვა – დაიღუპა ბათუმის დაცვისას 1918 წელს
გოფაძე ნიკო – ჩავარდა ტყვედ 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აზერბაიჯანის ფრონტზე. გარდაიცვალა ლაზარეთში 5 ივნისს ცემისგან მიყენებული დაზიანებებისგან / იმერეთის II ბატალიონი, ხონის რაიონის ასეულის მეთაური
გრიგოლია იასონ 13.12.1918 არმიის კაპიტანი, არტილერისტი მე-7 ბატარეის მეთაური დაიღუპა სომხეთთან ომში. დაკრძალულია თბილისში. 15/16.12.1918 არმიის საარტილერიო ბრიგადის მე-7-ე ბატარეის მეთაური დაიღუპა სადგურ ახტალასთან სომხებთან შეტაკებაში
გულისაშვილი მიტო 06.1918 ფედერალისტების რაზმის წევრი დაიღუპა დუშეთის აჯანყებისას ფასანაურის შტურმის დროს
გუჯაბიძე პლატონ 04.1919 სახალხო გვარდია. არტილერია დაიღუპა სომხეთთან ომში მიღებული ჭრილობებისგან
დადიანი ანდრო 1892 - 18.12.1918 I ცხენოსანი პოლკი. როტმისტრი დაიღუპა სადახლოს დაცვისას სომხეთთან ომში. დაკრძალეს ქუთაისში 26 დეკემბერს.დადიანიძე 22.06.1918 არმიის X პოლკის ჯარისკაცი დახვრიტეს კომუნისტებმა ქსნის სადგურთან მტკვრის პირას
დავიდოვი ივანე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში
დავითაშვილი მიშა 19.12.1918 სახ. გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. უნტერ ოფიცერი დაიღუპა ს. ვორონცოვკას დაცვისას სომხებთან ომში დაკრძალეს 24 დეკემბერს კუკიაზე, წმ. ნინოს სასაფლაოზე.
დავითაშვილი მიხეილ 19.02.1918 სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთთან ომის დროს
დალენია სტეფანე 12/13.06.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა ისლამისტებთან შეტაკებისას ქვემო ქართლში
დარსაველიძე ალექსანდრე სომხეთთან ომში, 26.12.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა დელიკ ტაშის სიმაღლესთან შულავერის ბრძოლის დროს სომხეთთან ომში. ალექსანდრე დარსაველიძე – მუშა, დაიღუპა 1918 წ. 26 დეკემბერს შულავერის განთავისუფლებისას / ქართლის II ბატალიონი
დვალი მოსე 05.1920 საჩხერის სახალხო გვარდია დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის ფრონტზე
დოლიძე გაბრიელ (კიტა) 20.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხებთან ომში დაკრძალულია ს. ბახვში, 22.12.1918 არმიის V პოლკი. ლეიტენანტი დაიღუპა სომხეთთან ომში
დოლიძე გიორგი, 05.04.1918 სახალხო გვარდიის საგანგებო ბატ. ლეიტენანტი დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლის დროს ოჩხამურთან. დაკრძალულია ს. ამაღლებაში (გურია)
დოლიძე ზაქარია 01.04.1918 არმიის კაპიტანი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას
დოლიძე ივანე 1919 სახალხო გვარდია გარდაიცვალა N1 ჯავშნოსანზე მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს ნაძალადევის საძმო სასაფლაოზე 3 აპრილს
დოლიძე ლავრენტი 10.04.1918 ხაშურის სახალხო გვარდია დაიღუპა მდ. ჩოლოქთან თურქებთან შეტაკების დროს
დოლიძე ონისიმე 03.1918 არმიის შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ბათუმის დაცვის დროს
დოლიძე პლატონ 02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი დაიღუპა ტაბახმელაში მიღებული ჭრილობებისგან
დოღონაძე გრიგოლ 11.05.1920 არმია. პოდპოლკოვნიკი დაიღუპა ისლამისტების პოზიციების დაზვერვის დროს ქობულეთთან, დოღონაძე, გრიგოლ (გრიშა) ივანეს ძე (1895–1920) ფოტოზე მარცხნიდან, ზის
ებრაელიძე ელიაზარ 19.02.1918 თბ. გუბერნიის მფრინავი რაზმი მოკლეს ს. წილკანში კომუნისტებმა დუშეთის აჯანყების დროს
ელენე 01.09.1918 სახალხო გვარდიის მედდა წამებით მოკლეს კომუნისტებმა სადგ. პშეხოვსკაიასთან ახლოს (ტუაპსეს რაიონი), როდესაც ტყვედ ჩავარდა დაჭრილ მებროლებთან ერთად
ელიგულაშვილი დავით 29.08.1918 I საარტ. ბრიგადა. VI ბატარეა კანონირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ფშეხოვსკაიას (ტუაფსე) მახლობლად კომუნისტებთან ბრძოლაში.
ეპიტაშვილი ილია 19.12.1918 სახ. გვარდიის თბილისის II ბატ. დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხეთის ომში
ეპიტაშვილი კონსტანტინე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში
ერისთავი შალვა 1897-24.02.1921 სამხედრო სკოლის იუნკერი ცნობილი ფეხბურთელი. დაიღუპა N4 სანგრის აღების დროს 24 თებერვალს
ეძგვერაძე ვარლამ 1889წ. შტაბის კაპიტანი სოფ.გუბი ხონი იმერეთი, 28.02.1919 არმიის IV პოლკი. შტაბს-კაპიტანი დაიღუპა ახალციხის ფრონტზე
ვადაჭკორია ვალიკო 1918 დაიღუპა სავარაუდოდ სომხეთთან ომში
ვადაჭკორია მ. 05.1920 სახ. გვარდიის საგანგებო ბატალ. დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში აზერბაიჯანის მიმართულებაზე
ვანაძე დათიკო 04.1918 არმია. პრაპორშიკი დაიღუპა ბათუმის დაცვისას
ვანიძე დავით 01.04.1918 არმიის ოფიცერი დაიღუპა ანარიის ფორტზე ბათუმის დაცვისას
ვარდანაშვილი გრიგოლ
ვაშაძე შალვა 10.04.1918 ბათუმის პარტიზანული რაზმის პრაპორშიკი დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ კახთან თურქებთან ბრძოლაში. წარმოშობით ჭიათურიდან
ვაჩეიშვილი დანიელ (დიმიტრი) ? 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში
ზაალიშვილი ზაქარია 12.1918 თბილისის სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში. დაკრძალეს 27 დეკემბერს ნაძალადევის საძმო სასაფლაოზე
ზათალაშვილი ილო – დაიღუპა ოსმალებთან ბრძოლაში ჩოლოქის ფრონტზე 1918 წლის 8 აპრილს
ზანდუკელი ნიკოლოზ 02.1921 კაპიტანი დაიღუპა თბილისის მისადგომებთან კომუნისტებთან ბრძოლაში
თავართქილაძე იპოლიტე 19.12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა კატერინენფელდის ბრძოლაში სომხებთან ომში
თავაძე ლადიკო 12.1918 სახალხო გვარდია დაიღუპა სომხეთთან ომში
თავბერიძე პაპუნა 03.1918 არმიის V პოლკი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ბათუმის დაცვისას
თაყნიაშვილი გიორგი 19.03.1918 გორის სახალხო გვარდია მოკლეს კომუნისტმა ოსებმა ცხინვალში