Главная ●
1 0 96
ვარაზ-ბაქარი - ოცდამეშვიდე მეფე ფარნავაზის შემდეგ. ვარაზ-ბაქარი მეფობდა 379-394 წ.წ. ეს მეფე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით უზნეო მეფე იყო, „არა-სადა აღაშენა ეკლესია და არცა ჰმატა აღშენებულსა და ყოვლითა იქცეოდა უშჯულოდ“ („ქ. ცხ.“ ტ. I., გვ. 105). ვარაზ-ბაქარს ორი ცოლი ჰყავდა. ორივე მირიან მეფის შვილიშვილის შვილები იყვნენ: ერთი რევის შვილიშვილი იყო, რომლისგანაც შეეძინა პეტრე-იბერი, შემდეგ კიდევ ორი ვაჟი მირდატი და თრდატი. მეორე ცოლი იყო მირიან მეფის ასულის შვილიშვილი პეროზ მეფისაგან. მისგან ვარაზ-ბაქარს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - ფარსმანი.
ვარაზ-ბაქარის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ავდიმ სპარსეთში გადაწვა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, რის გამოც სპარსელები აუჯანყდნენ ქართველებს. სპარსეთი დიდი ჯარით შემოვიდა საქართველოში, დაარბია თბილისი და ააგო შურისციხე ანუ ნარიყალა. ვარაზ-ბაქარმა სპარსელების შიშით ჯვარ-ხატები გადამალა და თვითონ მთაში გაიხიზნა. ამ სიტუაციით ისარგებლა საბერძნეთმა და საქართველოს წაართვა ჯავახეთი და კლარჯეთი. ბოლოს ვარაზ-ბაქარმა თავს იდო სპარსეთის უზარმაზარი ხარკის გადახდა, სპარსეთს დაუთმო რანი და მოვაკნი და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა საქართველო სპარსეთმა, ნარიყალა კი ვარაზ-ბაქარს გადასცა.
ამ არეულობაში მოკვდა ვარაზ-ბაქარი და რადგანაც შვილები მცირეწლოვანები ჰყავდა, გამეფდა მისი სიმამრი თრდატი, რევ მეფის შვილი.
1 0 44
4 0 43
1 0 42
1 0 41
1 0 52
1 0 40
1 0 91
1 0 90
1 0 36
1 0 39
1 0 38
არიკ / არტაგ I არტოკ I / არტოგ (ლათ. Artocès) — იბერიის მეექვსე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე (აზოს ჩათვლით) ძვ. წ. I საუკუნეში.არიკ არტაგ I/ არტოკ I / არტოგ (ლათ. Artocès) — იბერიის მეექვსე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე (აზოს ჩათვლით) ძვ. წ. I საუკუნეში.
2 0 92
1 0 89
2 0 34
კვირიკე III 1010/1014-1037წწ. კახეთ-ჰერეთის მეფე, სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა თელავი, ააშენა ალავერდი
2 0 8940
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio.