სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.24 ვახტანგ IV 1442 -1446 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

ვახტანგ IV - ერთიანი საქართველოს მეფე 1442(3)-1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.


ბერად აღკვეცის შემდეგ, ალექსანდრე I -მა სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ვახტანგ IV -მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.


ვახტანგ IV -ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.


3.22 კონსტანტინე I 1407 -1412 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

კონსტანტინე I (გ. 1411) — საქართველოს მეფე 1407-1411ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფისგიორგი VII-ის (1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

3.19 დავით IX 1346 -1360 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

დავით IX (გ. 1360) — საქართველოს მეფე 1346-1360 წლებში, გიორგი V ბრწყინვალის ძე.

ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში ქვეყანას შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. ამავე დროს, ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემიაც.

აღნიშნული მძიმე ვითარების მიუხედავად, დავით IX სახელმწიფოებრივ აღმშენებლობით მუშაობას ეწეოდა. თმოგვის ციხის 1350 წლის წარწერის თანახმად, დავით მეფის მითითებით, განაახლეს ციხის ზღუდე. მეფეს, აგრეთვე, ყურადღება მიუქცევია მონღოლთა ბატონობის დროს საერო ფეოდალების მიერ საეკლესიო მამულების მიტაცების ფაქტებისათვის. მან მცხეთის ეკლესიას დაუბრუნა დავით VII ულუს მიერ დიდებული აზნაურებისათვის, ორბოძლელებისათვის გადაცემული მცხეთის ეკლესიია გლეხები და მიწები ძამისა და ხვედურეთის ხეობიდან (დავით მეფეს ორბოძლელისათვის 1200 თეთრი გადაუხდია, რათა მას მას ეკლესიის მამულები დაეთმო).

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დავით მეფის მეუღლე იყო დედოფალი სინდუხტარი, რომელიც თითქოს სამცხის მთავრის, აღბუღას და ყოფილა. მეფის ერთი ქალიშვილი, გულშარი იოანე ქსნის ერისთავზე გაუთხოვებიათ, ხოლო მეორე, გულქან-ხათუნიტრაპიზონის იმპერატორის უმცროს ვაჟზე, მანუილზე დაუქორწინებიათ. ეს ქორწინება, რასაკვირველია, პოლიტიკური ქმედება იყო და მიზნად საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიის პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას გულისხმობდა.

დავითის მეფობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1357 წელს საქართველოში მზის დაბნელება ყოფილა.

დავით IX გარდაიცვალა 1360 წელს, გეგუთში. დაკრძალულია გელათის მონასტერში.

1156-1184 წწ. გარდ. 28 წლის
3.8 გიორგი III 1156 -1184 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184) — საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.