სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბუაძე ზურაბი ანდრიას ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბუაძე ზურაბი ანდრიას ძე დეკანოზი

დაბ. სოფ. ქუტირი (ხონი) 1978წ. 2004წ 29 თებერვალს დიაკვნად კურთხევა.  2004 წლის 18 ივლისს მღვდლად ხელდასხმა. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 2011 წლის 03 ნოემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით. 

2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ქუტირი (ხონი) წმ. გიორგის ეკლესია

ბუაძე ზურაბ მღვდელი, ქუტირის წმ. გიორგის წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. ხონისა და სამტრედიის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.72



ზურაბი ბუაძე ანდრიას ძე. დაბადებული ხონის რაიონ სოფელ ქუტირში. 1978 წლის 1 ნოემბერი. მსახურობს ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში. ხონის რაიონ სოფელ ქუტირის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. ასევე ხონის რაიონ სოფელ ქუტირის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი

ოჯახთან ერთად მარცხნიდან: ანდრია, მამა ზურაბი, მარიამი, ანიკა, პატარა კვირიკე, თეონა ბუკია (მეუღლე), ნეოფიტე 2025წ. ფოტო

საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31მარტი 2004წ გვ.4

29 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქოს ტაძრში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს ზურაბ ბუაძეს.

საპატრიარქოს უწყებანი N26 23-29ივლისი 2004წ გვ.9 

ცნობები ხონისა და სამტრედიის ეპარქიიდან 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სოფელ ნახახულევში გაიხსნა ახალი ეკლესია. ტაძარი აკურთხა ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია) ტაძარი წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობისაა. 18 ივლისს ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსმა საბამ დიაკვნად დაასხა ხელი ავთანდილ რუხაძეს და უწოდა სახელად ათანასე. იმავე დღეს ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსმა საბამ მღვდლად ხელი დაასხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტს, დიაკონ ზურაბ ბუაძეს. 

საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.9

დაჯილდოება

3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.