სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11910

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გველესიანი საბა დიაკონი



გველესიანი საბა დიაკონი 1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი, ლეკებმა აიყვანეს ტყვედ

არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.

მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.

გველესიანი - გვარის 20 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გველესიანი გიორგი მღვდელი
გველესიანი გიორგი - მღვდელი. 2022 წლის 13 თებერვალს დიაკვნად კურთხევა. 2022 წლის 19 ივნისს, მღვდლად ხელდასხმა; სრულად ნახვა
გველესიანი ზურაბი დეკანოზი
გველესიანი ზურაბი - დეკანოზი. 2008 წლის 06 აპრილს მღვდლად კურთხევა. 2009 წლის 21 ივნისს მღვდლად კურთხევა. ოქროს ჯვარი, 2019წ. მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი  სრულად ნახვა
გველესიანი თეკლე იღუმენია
გველესიანი თეკლე - იღუმენია. იღუმენია, კრწანისის დედათა მონასტერი სრულად ნახვა
გველესიანი დავითი - მღვდელი. გარდ.04/01/1837
გველესიანი ბესარიონ ნიკიფორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი დავით გრიგოლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი ესტატე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი ზოსიმე ეგნატეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი ლეონტი პაატას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი იაკობ იოათამის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი იოვანე ესტატეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი სალომე - მონაზონი. სრულად ნახვა
გველესიანი სიმონ იოათამის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი საბა - დიაკონი. სრულად ნახვა
გველესიანი ყაფლანი - მღვდელი. სრულად ნახვა
გველესიანი  ი. 1912 წელს მღვდელი იყო. 1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელიერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოსაძიებლად ხარაგაულში ჩავიდა.
გველესიანი აბიბოს (ვახტანგ) მალხაზის ძე ბერდიაკონი, დაბ. 1991წ. დაბ. ლაგოდეხი,  ყვარლის რეზიდენცია  ნეკრესის ეპარქია 2024წ.
გველესიანი სერგი  ბერდიაკონი
გველესიანი თეოდორე   მღვდელი ქუთაისის პეტრე პავლეს ეკლესია პროტოდიაკონი, XX ს-ის I ნახევარი.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1


გველესიანი ლიუსია ტარასის ასული დაბ. 19 მარტი 1942წელი მესანთლე, ქვედა გორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი) 2024 წ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.