სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გიგინეიშვილი მარიამი (მარგალიტა) მონაზონი



1955წ. მდგომარეობით მონაზონი თეკლათი (სენაკი) ღვთიმშობლის შობის დედათა მონასტერი 1980წ. გარდაიცვალა

- მართლაც ამაღელვებელია მამა კონსტანტინესა (ქვარაია) და თეკლათის დედათა მონასტრის ძველი დასის უკანასკნელი დედის - მონაზონ მარიამ გიგინეიშვილის განშორების ამბავი. რასაც ახლა გიამბობთ, მერწმუნეთ, ლეგენდა არ არის, სინამდვილეა... 1980 წლის 26 აპრილის მზიანი დილა იდგა, ტაძარში მამა კონსტანტინე სწირავდა. ჩვეულებისამებრ, ჯორკოზე მდგარი დედა მარიამი სასოებით კითხულობდა დავითნს... ფსალმუნება უდროოდ შეწყდა, არც გალობას ააყოლა ხმა.Aამ უჩვეულო შემთხვევამ მოძღვარი გააკვირვა, მაგრამ ღვთისმსახურება გააგრძელა, სულიერ დას საკურთხევლიდან შეეხმიანა, პასუხი ვერ მიიღო. ასე გავიდა რამდენიმე წუთი, შეშფოთებული მამა კონსტანტინე აღსავლის კარიდან გამოვიდა. დედა მარიამი თავის ადგილზე იდგა. მიუახლოვდა, გაფითრებულს ხელითაც შეეხო და... ზეზეულად აღსრულებულის უსულო სხეული მის მკლავებში ჩაიკეცა...


ვინ უწყის, წმინდა გულიდან ზეცად მიმართული ლოცვისას თავსწამომდგარი სიკვდილის აჩრდილის სახებისგან შემკრთალმა, საუკუნეს მიღწეულმა, ამ ჭეშმარიტად მოღვაწე დედამ მოასწრო თუ არა ხსოვნის შორეთიდან თეკლათელ დათა ლანდების გამოხმობა... მაგრამ გვჯერა, რომ უკანასკნელი განსაცდელის ჟამს განწმენდილი სული უშფოთველად მიაბარა მისთვის ეგზომ სასასოო მაცხოვარს. სიმბოლური და ლოგიკურიც იყო, რომ დედა მარიამის, ისევე, როგორც თეკლათელი მონაზვნების დიდი უმრავლესობის, უპირველესი ჭირისუფალი და ამ საწუთროდან გამცილებელი მამა კონსტანტინე გახდა...


გიგინეიშვილი მარიამ მონაზონი, თეკლათის დედათა მონასტერი გარდ. 1980 წელს


1982 წლის 26 აპრილის მზიანი დილაა, ტაძარში მამა კონსტანტინე სწირავს. ჩვეულებისამებრ, ჯორკოზე მდგარი დედა მარიამი სასოებით კითხულობს დავითნს... ფსალმუნება უდროოდ შეწყდა, არც გალობას ააყოლა ხმა. ამ უჩვეულო შემთხვევამ მოძღვარი გააკვირვა, მაგრამ ღვთისმსახურება გააგრძელა, სულიერ დას საკურთხევლიდან შეეხმიანა, პასუხი ვერ მიიღო. ასე გავიდა რამდენიმე წუთი, შეშფოთებული მამა კონსტანტინე აღსავლის კარიდან გამოვიდა. დედა მარიამი თავის ადგილზე იდგა. მიუახლოვდა, გაფითრებულს ხელითაც შეეხო და... ზეზეულად აღსრულებულის უსულო სხეული მის მკლავებში ჩაიკეცა...

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.