სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დარასელია კირიონი (მეტვარი) გურამის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დარასელია კირიონი (მეტვარი) გურამის ძე დეკანოზი

დაბ.  სოფ.  ნოჯიხევი (ხობი) 19/07/1975წწ.  2007 წლის 2 ივნისს ხეთას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2020წ. მდგომარეობით



2003-2008წ. დეკანოზი ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია

2020წ. მდგომარეობით დეკანოზი ფოთისა და ხობის ეპარქია

დარასელია კირიონ დეკანოზი  2003-2008წ. ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2020წ. მდგომარეობით

ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ხეთაში „ოხვამეკარში“ მდებარეობს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მიქამგარიოსაც“ უწოდებს. აქ  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის  პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარგია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია; დიაკვანნი: იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია; მედავითნენი: სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა. 

მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისიდან მღვდლები: გიორგი ტაბაღუა, ავთანდილ ჭოხონელიძე, 2003 წლიდან 2008 წლამდე მამა კირიონ დარასელია ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაძე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა, იგი დაურღვევიათ და 1885 წელს ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფონი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინაქრისტიანულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული „მიქამგარიობა“, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართება, ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. მლოცველები „მიქამგარიოს“ შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვდნენ...

ტექსტის ავტორი  ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია

საპატრიარქოს უწყებანი N19 7-13 ივნისი 2007წ გვ. 8

დაჯილდოება
2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამღვდელოება დააჯილდოვა: ფოთის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ დონდუა – გამშვენებული ჯვრით; ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი გენძეხაძე ოქროს ჯვრით;  ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი, მღვდელ ილია ლომაიას მიანიჭა დეკანოზის წოდება; ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ თევდორე ბასიალიას მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა; ხეთას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ დარასელია დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.