1908წ. არქიმანდრიტი ათონის მთა საბერძნეთი
დარჩია გიორგი არქიმანდრიტი, რეხის ღვთისმშობლის ეკლესია, 1937 წელს დახვრიტეს, ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკი
დარჩია გიორგი 1869-1937წ. არქიმანდრიტი. სოფ. ჯუმათი, ოზურგეთი რეპრესირებულია
საპატრიარქოს უწყებანი N21 11-17ივნისი 2004წ გვ.20
ქართველი ბერები ათონის მთაზე. 1908 წელი.
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.