სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11924

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე  დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე დეკანოზი

1953-2022წ. 

დეკანოზი ფარნაოზი (ერისკაცობაში ფირან ნიკოლოზის ძე კობიაშვილი) დაიბადა 1953 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძო მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1987 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად , ამავე წელს მღვდლად და დადგინდა ერთაწმინდის ტაძრის წინამძღვრად, რომელიც მისი თაოსნობით გაიხსნა. ასევე მისი თაოსნობით აღდგა და გაიხსნა კასპის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი. 1993 წლიდან გადმოყვანილ იქნა თბილისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად. ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისათვის დაჯილდოებულ იქნა მიტრისა და მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. გარდაიცვალა 2022 წლის 18 ნოემბერს და დაკრძალულია ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში აღმოსავლეთით, ტაძრის წინამძღვრის და მისი მეგობრის დეკანოზ ვახტანგ ასათიანის გვერდით.

ფოტოზე დეკანოზ ვახტანგ ასათიანთან ერთად.

ფოტოზე სულიერ შვილთან მამა დავით ფოლადიშვილთან (მოგვაწოდა ინფორმაცია და ფოტომასალა)  2022 წელი ივლისი, მამა დავითის მღვდლად ხელდასხმის დღე.


კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე  დეკანოზი, 1953-2022წ. ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური 

 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.14

დაჯილდოვდა

27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრებით დააჯილდოვა ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესის მღვდელმსახურნი: დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი, დეკანოზი ზაზა კირვალიძე და დეკანოზი არსენ თვალიაშვილი.

დაჯილდოება
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი:
მიტრით დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი და დეკანოზი ზაზა კირვალიძე;
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით  მღვდელი ირაკლი კენკებაშვილი და მღვდელი გაბრიელ ასათიანი.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა მღვდელმა ფოლადიშვილი დავით ტარიელის ძემ

კობიაშვილი - გვარის 23 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე  დეკანოზი
კობიაშვილი ფარნაოზ (ფირან) ნიკოლოზის ძე - დეკანოზი. 1953-2022წ.  სრულად ნახვა
კობიაშვილი ანასტასია სვიმონის ასული - მონაზონი. სრულად ნახვა
კობიაშვილი დიმიტრი - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი ისაკი - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი სიმონ ისაკის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი იოანე გრიგოლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი გრიგოლ - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი ზაქარია ზაქარიას ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი დავით იასონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი დიმიტრი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
კობიაშვილი ალექსანდრე - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი იაკობი - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი სოლომონი - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი ილარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი სფირიდონი - მღვდელი. სრულად ნახვა
კობიაშვილი მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი დავითი - მედავითნე. სრულად ნახვა
კობიაშვილი იაკობ - დეკანოზი. 2009 წლის 21 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 2016 წლის 22 თებერვალს; სრულად ნახვა
კობიაშვილი ანუსია მონაზონი
კობიაშვილი ზაქარია მღვდელი 1777წ
კობიაშვილი პავლე ილარიონის ძე მღვდელი 1910წ. სიღნაღი
კობიაშვილი სპირიდონ გარდაიცვალა 1909 წელს, წინამძღვარი მღვდელი სოფელ ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.