2023 წლის 13 სექტემბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, კაცხის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (კვირიაშვილი) ბერებად აღკვეცა მორჩილები: პავლე ბიწაძე და აკაკი ცერცვაძე.
მორჩილ პავლეს სახელად ელიოზი ეწოდა, ხოლო აკაკის - ათანასე.
ცერცვაძე - გვარის 23 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ცერცვაძე პავლე (გაგა) - დეკანოზი.
2016 წლის 12 ივლისს, დიაკვნად ხელდასხმა. 2017 წლის 04 ივნისს, მღვდლად კურთხევა.
12 ივლისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე გაგა ცერცვაძე და სახელად პავლე უწოდა. დიაკვანი პავლე ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
4 ივნისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკვან პავლე ცერცვაძეს.
ცერცვაძე ათანასე (აკაკი) - ბერი.
2023 წლის 13 სექტემბერს ბერად აღკვეცა.
2023 წლის 13 სექტემბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, კაცხის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (კვირიაშვილი) ბერებად აღკვეცა მორჩილები: პავლე ბიწაძე და აკაკი ცერცვაძე.
მორჩილ პავლეს სახელად ელიოზი ეწოდა, ხოლო აკაკის - ათანასე.
ცერცვაძე ირაკლი - მღვდელი.
2025 წლის 27 აპრილს მღვდლად ხელდასხმა. კორბოული (საჩხერე) წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარი.
მღვდელი ირაკლი ამავე სოფლის წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
ცერცვაძე ირაკლი მღვდელი, კორბოული (საჩხერე) წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარი 2025წ. მდგომარეობით
ცერცვაძე თორნიკე - მღვდელი.
2010 წლის 23 ნოემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2012 წლის 18 თებერვალს მღვდლად ხელდასხმა. ფონიჭალის (თბილისი) წმ.თამარ მეფის სახელობის ეკლესია, წინამძღვარი
23 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს რევაზ ბაიდაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თორნიკე ცერცვაძე.
18 თებერვალს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს თორნიკე ცერცვაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი მალხაზ აფციაური და სახელად დავითი უწოდა. მღვდელი თორნიკე ქვემო ფონიჭალის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.
ცერცვაძე ეგნატე მაქსიმეს ძე 1869წ. მედავითნე 1871წ. მღვდელი გურიანთა (ოზურგეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1871, 1899წ. ოზურგეთი (სოფ. კახური?) წმიდა გიორგის ეკლესია
საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, სოფ. თამარაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ცერცვაძე. მკითხველებს, გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული მღვდელი რომანოზის სული.