თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ხარებავა ივლიტა (რიმა) - სამონაზვნე.
2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
ხარებავა აქია (ავთანდილ) - ბერი.
2018 წლის 17 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. ბერმუხას წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტერი.
17 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათოლიკოსის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) ბერმუხას წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის მორჩილები: ტიმოთე ფაჩუაშვილი სახელად უწოდა გაბრიელი (ხს. 30 მარტი), მოსე ჯანჯღავა -- სახელად უწოდა მალაქია (ხს. 3 იანვარი) და ავთანდილ ხარებავა -– სახელად უწოდა აქია (ხს. 12 ნოემბერი).
ხარებავა რაჟდენ მედავითნე 1912, 1916წ. გურძემი (მარტვილი) I, II მთავარანგელოზის ეკლესია
ხარებავა ბართლომე მათეს ძე ილორის ეკლესიის მოძღვარის (1863-1935) ცხოვრება და მოღვაწეობა. კრებული მიძღვნილი პროფესორ არჩილ ჩხეიძის 80 წლისთავისადმი / თბილ. სახ. პედ. უნ-ტი, მსოფლიო ისტ. კათედრა. თბ., 2002. გვ.69-70.