თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
სახურობს, ქარელის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების ჩინებულის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრებში
მღვდელი შიო იმსახურებს ქარელის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების ჩინებულის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრებში.
მჭედლიშვილი შიო მღვდელი მსახურობს, ქარელის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების ჩინებულის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრებში 2024წ. მონაცემებით
მჭედლიშვილი ზურაბი - დეკანოზი.
2025წლის 17 ივლისს ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დაკონს ზურაბ მჭედლიშვილს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი ზურაბი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იმსახურებს. 2008 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა დეკანოზის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით; 2010 წლის 02 მაისს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით — საბურთალოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, წმიდა მოწამეების - კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თბილისი
17 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გურამ ბერძული, ხოლო ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დაკონს ზურაბ მჭედლიშვილს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი ზურაბი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
14 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშილი) დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელმონაზონ შიოს (კვარაცხელიას) მიანიჭა იღუმენის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით: მღვდელ ზურაბ მჭედლიშვილს მიანიჭა დეკანოზის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით; დეკანოზი გიორგი ყიფშიძე დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით.
2 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე; გამშვენებული ჯვრით — საბურთალოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ნოდარ ქათამაძე.
მჭედლიშვილი იოვანე (იოანე) - არქიმანდრიტი.
2012 წლის 15 აგვისტოდ ბერად აღკვეცა. 2013 წლის 16 ივნისს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 13 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.
16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის სახელობის საძმის წევრ, ბერ-დიაკონ ისიდორეს (ნებიერიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე საძმოს წევრი, ბერი იოანე (მჭედლიშვილი).
13 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ლავრის ბერ-დიაკვან იოანეს (მჭედლიშვილი).
14 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის სამონაზვნე მართა ჭკუასელი -– სახელად ეწოდა ბარბარე; ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე თეოდორა შევარდნაძე –– სახელად ეწოდა ნინო, სამონაზვნე თეოდორა ანანიძე -– სახელად ეწოდა ემილია, სამონაზვნე ბარბარე ჯიშკარიანი –- სახელად ეწოდა ნატალია, სამონაზვნე მარიამი გორგოშიძე –სახელად ეწოდა ნანა. სამონაზვნეებად იკურთხნენ ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ხათუნა მეტრეველი – სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი თეონა ყარეგიშვილი –– სახელად ეწოდა თეოდორა, მორჩილი ელენე რამიშვილი -- სახელად ეწოდა ელენე, მორჩილი თამარ გელანტია –- სახელად ეწოდა თამარი და ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის მორჩილი მართა მჭედლიშვილი -–– სახელად ეწოდა მართა.
მჭედლიშვილი მელანია ლაზარეს ასული - მონაზონი.
დაბ. სართიჭალა (გარდაბანი) 1804წ.
მჭედლიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1848/1850 _ 1935/1936) _ მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გარეჯის (მეორე ვერსიით _ ხირსის) წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1869 წლის 2 მარტს ანაგის წმ. თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. იმავე წლის 29 სექტემბრიდან დავით გარეჯის მონასტრის მორჩილია. 1872 წლის 2 თებერვლიდან თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტრის მედავითნედ დაინიშნა. 1873 წლის 29 ოქტომბერს ისევ დავით გარეჯის ლავრაში. 1875 წლის 17 მაისს ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1876 წლის 11 დეკემბერს ნუკრიანის წმ. გიორგის ეკლესიის უშტატო მედავითნედ. 1878 წელს ისევ ჩალაუბნის ტაძრის შტატის მედავითნედ. 1880 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა. 1884 წლის 29 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მღვდლად დაასხა ხელი და ღოღეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში დანიშნა. 1885 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1886 წლის იანვარში ჭოტორის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წლის 19 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლის 20 მარტს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 ნოემბერს სიღნაღის მაზრის, II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვარად აირჩიეს. 1928 წლის 4 სექრემბერს იხსენიებს სამღვდელოების სიაში, მაგრამ ამ დროისათვის ჭოტორის ეკლესია აღარ მოქმედებდა და მამა დიმიტრი სიღნაღის წმ. სტეფანეს ეკლესიაში მსახურობდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეუღლე ოლღა იოანეს ასული ღვინიაშვილი (დაბ. 1862წ.) და შვილები: ევგენი (დაბ. 1885წ.), ნინო (დაბ. 1890წ.), სოფიო (დაბ. 1895წ.), ეკატერინე (დაბ. 1898წ.), ირაკლი (1902-1973წწ.).
7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი), იღუმენი ბასილი (კაკიაშვილი), იღუმენი ზენონი (სანოძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -- მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (არუნაშვილი), მღვდელ-მონაზონი თადეოზი (მჭედლიშვილი), მღვდელ-მონაზონი იოსები (მაჩაიძე), მღვდელ-მონაზონი ონოფრე (კვინიკაძე); მიტრით -– დეკანოზი იაკობ ჩოჩნიძე, დეკანოზი კახაბერი ფირანიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - მღვდელი დავით ჯიშკარიანი.