12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იღუმენი თეიმურაზ კალანდაძე არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვა.
კალანდაძე - გვარის 36 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იღუმენი თეიმურაზ კალანდაძე არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვა.
კალანდაძე იესე მღვდელი 1842წ. ხიდისთავი (ოცხანა, ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია 1855წ. ქვენობანი (ოცხანა, ჩოხატაური) წმიდა გიორგი 1855, 1860, 1869წ. ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1865წ. შუხუთი, გორისგვერდი (ლანჩხუთი) წმიდა გიორგის ეკლესია
კალანდაძე მაქსიმე პეტრეს ძე 1841-1872 წლები. მღვდელი: სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1848წ. ქვენობანი (ოცახანა, ჩოხატაური) წმიდა გიორგი
კალანდაძე პეტრე გიორგის ძე 1841-1872 წლები. მღვდელი: სოფელი ხიდისთავი. (მეწიეთის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1848წ. ქვენობანი (ოცახანა, ჩოხატაური) წმიდა გიორგი
კალანდაძე არჩილ მეფსალმუნე, პრიჩეტნიკი 1869წ. ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია
კალანდაძე ნიკოლოზი - იღუმენი.
2007წლის 18 დეკემბერს ბერად აღკვეცა. 2008 წლის 26 მაისს ბერდიაკვნად კურთხევა. 2010 წლის 19 დეკემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2011 წლის 15 მაისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით.
18 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, მწუხრის ლოცვის შემდეგ, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: კახაბერ კალანდაძე (სახელად უწოდა ნიკოლოზი) და გიორგი სილაგაძე (სახელად უწოდა ანდრია).
26 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ბერი ნიკოლოზი (კალანდაძე). ბერდიაკონი ნიკოლოზი სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).
15 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება: გამშვენებული ჯვრით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ნიკოლოზი (კალანდაძე); გამშვენებული ჯვრით –– დიღმის ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი კახაბერ ასათიანი; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით ბედიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ანტონინა (რუხაძე).
კალანდაძე არსენ - დიაკვანი.
2014 წლის 22 ნოემბერს, დიაკვნად ხელდასხმა.
სრულად ნახვა
22 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ნეკრესის ეპარქიის, ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვან ბესარიონ კობერიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი არსენ კალანდაძე.