სოფელი ზენობნი (ხიდისთავი) წმინდა გიორგის ეკლესია
სოფლის მოსახლეობის რაოდენობა: 89 კომლი.
ეკლესიიდან 03 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობს სოფელ ახალშენის სამლოცველო.
ეკლესია აშენებულია 1874 წელს. ხის (კარგად შეკრული), სამრეკლო ხის.
შტატის მღვდელი ნესტორ კალანდაძე. (მეუღლე მელანია გიორგის ასული).
დაიბადა 1854 წელს.
1867წელს დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი. სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიენიჭა მედავითნის წოდება.
1867 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა ჯუმათის მონასტერში მედავითნედ. 1890 წელს სოფელ ბუკნარის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში მღვდლად.
1895 წელს დააჯილდოვეს სკუფიით.
1898 წელს გურია—სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ ზენობნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.