სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პოლიევქტოს კალანდაძე (პოლიო ირეთელი) 1876-1931წწ  მწერალი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

1876-1931 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კალანდაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

302       ბეჭდვა

პოლიევქტოს კალანდაძე (პოლიო ირეთელი) 1876-1931წწ მწერალი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

ოლიევქტოს კალანდაძე (პოლიო ირეთელი)  დაიბადა  1876 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 


სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულირო სემინარიაში; მუშაობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლებში მასწავლებლად; 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე; 1905 წელს დაწერა და 1908 წელს დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი", ე. ნინოშვილის მოთხრობებიდან გადმოკეთებული "ქრისტინე", "სოფლის გმირები" ("ჩვენი ქვეყნის რაინდის" მიხედვით) და სხვ.; ავტორია მრავალი მოთხრობის: "გმინვა", "დედა", "ზღვის ნიავი" და სხვ.; მას ეკუთვნის ლ. ტოლსტოის რომანის "აღდგომა" პირველი თარგმანი; 1908 წელს სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". იყო რედაქტორი ჟურნალებისა: "სალამურა", "სხივი", "ტარტაროზ", ნიანგი"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობთან"; მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი; მისი ნაწარმოები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე.



ბიბლიოგრაფია

  • კედელი : მოთხრობები, მოგონებები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 395გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1946. - 186გვ.
  • შეშინებული ჰათაჟუყვა : კომედია (ავტორი). - სოხუმი, : წითელი აფხაზეთი-ს გა-მა, 1928. - 47გვ.
  • ობოლი სამარე (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამი, 1926. - 55გვ.
  • ბედნიერი დღე : კომედია 3 მოქმედებად (ავტორი). - Тифлис, ი. იმედაშვილის გამოცემა N58, 1913. - 78გვ.
  • ქრისტინე : დრამა 4 მოქმედებათ და 5 სურათად (სიუჟეტი აღებულია ე. ნინოშვილის მოთხრობიდან) (ავტორი). - თფილისი, ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", 1909. - 80გვ.
  • დამარცხებულნი : დრამა 5 მოქმედებათ (ავტორი). - ტიფლისი, სტ. "შრომა", 1908. - 72გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003639/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0